ვოლოდიმირ ზელენსკი – ვხედავთ მზარდ ალიანსს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის – საქმე აღარ ეხება მხოლოდ იარაღის გადაცემას

ვხედავთ მზარდ ალიანსს რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. აქ უკვე საქმე აღარ ეხება მხოლოდ იარაღის გადაცემას, რეალურად საუბარია ჩრდილოეთ კორეიდან ხალხის საოკუპაციო სამხედრო ძალებში გადაყვანაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში უკრაინის ურთიერთობა პარტნიორებთან კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. „ ფრონტის ხაზს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ვსაუბრობთ […]
აშშ ისრაელში ანტისარაკეტო სისტემას და ჯარებს გაგზავნის

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელში თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა THAAD-ს და ამერიკელ ჯარისკაცებს გააგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ისრაელის დაცვაა. ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ეს განლაგება არის უფრო ფართო კორექტირების ნაწილი, რომელიც აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს ბოლო თვეებში ისრაელის მხარდასაჭერად და ამერიკელი პერსონალის დასაცავად ირანის და ირანის მიერ მხარდაჭერილი […]
„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ შვიდი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმებზე. „ჰეზბოლას“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გოლანის ბრიგადის სასწავლო […]
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში “სოციალ-დემოკრატები” ლიდერობენ

წინასწარი შედეგების თანახმად, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 91 პროცენტში ბიულეტენების დამუშავების შედეგების მიხედვით, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ არჩევნებში ხმების 20.7 პროცენტი მოიპოვა, მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, იგრიდა შიმონიტეს კონსერვატიული „სამშობლოს კავშირი“, ამომრჩეველთა ხმების 16 პროცენტზე მეტით, მესამეზე კი, ხმების 15.9 პროცენტით, პოპულისტური პარტია “ნემუნო აუშრა”, რომელსაც […]
„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 60-ზე მეტი ჯარისკაცი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ შვიდი დაშავებული ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმებზე. „ჰეზბოლას“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გოლანის ბრიგადის სასწავლო […]
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს

ერთა ლიგაზე С4 ჯგუფში, მეოთხე ტურში სომხეთის ნაკრები სახლში 1:2 დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და 4 ქულით მეორე ადგილზეა. უარყოფითი შედეგების გამო სომხეთის ნაკრების 67 წლის უკრაინელი მწვრთნელი ალეკსანდრ პეტრაკოვი სამუშაოდან დაითხოვეს. პეტრაკოვი სომხეთის ნაკრებს 2023 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 18 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო (ორჯერ ლატვიას სძლიეს), 5 ფრედ დაასრულა და […]
კალიფორნიაში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის მახლობლად

კალიფორნიაში რივერსაიდის ოლქის შერიფის თანაშემწეებმა შეიარაღებული ადამიანი დააკავეს რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის მახლობლად. ოლქის შერიფმა მომხდარს უწოდა “სავარაუდოდ, თავიდან აცილებული მკვლელობის მცდელობა”, – იუწყება გამოცემ Press Enterprise-ი. მეზობელ შტატ ნევადის მკვიდრის, 49 წლის ვან მილერად იდენტიფიცირებული მამაკაცის მანქანა აქციის მახლობლად მდებარე საგუშაგოზე გააჩერეს. Los Angeles Times-ის თანახმად, მანქანაში მილერის კუთვნილი თოფი და […]
რატომ არის საფრანგეთში ასე ცოტა ფეხბურთელის ქანდაკება?

საფეხბურთო კლუბმა „სტად დე რეიმსმა“, ცოტა ხნის წინ, „ოგიუსტ დელაუნის“ სტადიონზე, ჟიუსტ ფონტენის ქანდაკება გახსნა. საფრანგეთში ასეთი რამ -ფეხბურთელებისთვის ძეგლის დადგმა, – ძალიან იშვიათად ხდება. 6 ოქტომბერს, ქალაქ რეიმსის მერმა, არნო რობინმა და საფეხბურთო კლუბ „სტად დე რეიმსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჟან-პიერ კაიომ, რეიმსის „ოგიუსტ დელაუნის“ სტადიონზე შეკრებილი დიდძალი ხალხის წინაშე, ჟიუსტ ფონტენის ქანდაკება გახსნეს. […]
მიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი თავისთან რეზიდენციაში, თქვენთან მაქვს პრობლემაო, მან გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი – თეა წულუკიანი (ვიდეო)
მიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი თავისთან რეზიდენციაში, თქვენთან მაქვს პრობლემაო, მან გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი – თეა წულუკიანი (ვიდეო) კულტურის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, გადაცემაში “ნოესთან” სტუმრობისას, ისაუბრა მინისტრად მისი დანიშვნიდან რამდენიმე ხანში მომხდარ ერთ ამბავზე. კერძოდ, როგორც მან განაცხადა, 2021 წელს, ერთ-ერთი დიდი ევროპული ქვეყნის ელჩმა დაიბარა და პირდაპირ მოსთხოვა კონკრეტული ადამიანების […]
ფრანგებმა ექსტრემალური კლიმატის დისკომფორტი დატესტეს

ფრანგებს ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ცხოვრების პირობები გააცნეს. ამისთვის პარიზში მხოვრები ადამიანები სპეც.ოთახში შეუშვეს, სადაც შექმნილია ექსტრემალურ კლიმატთან მიახლოებული პირობები. ოთახში ტემპერატურა პლუს 50 გრადუსია. აქვეა სარბენი ბილიკი, წიგნები და ფინჯანი ჩაის დასალევად სპეც.ზონა. ექსპერიმენტში მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბილიკზე 3,5 კმ/სთ სიჩქარით სიარულის შემდეგ თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ირბინეს 6 – 7 კმ.სთ სიჩქარით. ოცი წუთის […]