მადრიდში საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის მოთხოვნით ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

მადრიდში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტებმა მთავრობას ფასების შესამცირებლად ზომების მიღებისკენ მოუწოდეს და განსახლების მინისტრის იზაბელ როდრიგესის გადადგომა მოითხოვეს. „საცხოვრებელი არის უფლება და არა ბიზნესი“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. როგორც მედია წერს, საპროტესტო აქცია ესპანეთის დედაქალაქში ორგანიზებული იყო მოიჯარეების კავშირისა და 40-მდე სხვა ჯგუფის მიერ. დემონსტრაციის ორგანიზატორების მონაცემებით, მადრიდში დასაქმებულთა ხელფასის […]
კომპანია Discrete Heat საქართველოს ბაზარზე შემოდის – რას აწარმოებს კომპანია?

კომპანია „კლიმატკონტრალმა“ ბრიტანულ კომპანია Discrete Heat-თან ხელშეკრულება დადო და მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. Discrete Heat საოჯახო ბიზნესია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში პროდუქტს სახელად ThermaSkirt აწარმოებს. კომპანია ბაზარს გათბობის ინოვაციურ სისტემებს სთავაზობს. ThermaSkirt არ არის მხოლოდ გათბობის სისტემა. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ჰაერისა და მიწის წყაროსთან, ბიომასასთან და მზის თერმულ სისტემებთან მუშაობს. როგორც კომპანიის გაყიდვების და […]
წმიდა მელქისედეკ პირველი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სვეტიცხოვლის განმაახლებელი (XI)

წმიდა მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ ეკლესიას მესაჭეობდა დაახ. 1010-1030 წლებში, მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. წმიდანმა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კათოლიკოს სვიმეონის გარდაცვალების შემდეგ. წმიდა მელქისედექი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მამათმთავარი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულით მოიხსენიება. „მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმიდა მელქისედეკი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი მეფე ბაგრატ II-ის მიერ. წმიდა […]
როგორი ამინდი იქნება დღეს?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
დღეს დღესასწაულია საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი – საუფლო კვართის დაფლვის ადგილი იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი […]
ლიეტუვის პარლამენტის არჩევნების პირველი ტურის შედეგად ოპოზიცია ლიდერობს

ლიეტუვის პარლამენტის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა, დაახლოებით 20% ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო. ლიეტუვის საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, ქრისტიან-დემოკრატების მმართველი კონსერვატიული პარტია ხმების დაახლოებით 18%-ით მეორე ადგილზეა. დაახლოებით 15% მიიღო პოპულისტურმა პარტიამ „ნემანის განთიადი“. საპარლამენტო არჩევნებში 14 პარტია და ერთი კოალიცია მონაწილეობდა. გამოცემა Delfi კენჭისყრის წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ 5%-იანი […]
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ. „მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის საგარეო საქმეთა […]
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს. წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის […]
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 […]
ისრაელის არმიის ჯარისკაცები დაიღუპნენ დრონებით თავდასხმის შედეგად

ისრაელის თავდაცვის ძალების სულ მცირე 4 ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად. ისრაელის მედიასაშუალებები არმიის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ კიდევ 7 ჯარისკაცი მძიმედ დაჭრილია, 14-ის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, დრონი ბაზის სასადილოს მოხვდა. სამხედრო ბაზა მდებარეობს დასახლება ბინიამინთან, რომელზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა […]