„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატმა გოჩა ენუქიძემ, წინასაარჩევნო შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში, ფარახეთის, შქმერის და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან გამართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, გოჩა ენუქიძემ მოისმინა მოქალაქეთა პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. „მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და მოსახლეობის ჩართულობაზე. მან მოსახლეობას „ქართული ოცნების“ […]
“ეს შეურაცხმყოფელი, აუტანელი და მიუღებელია” – ალბანელებმა საქართველოსთან მატჩამდე UEFA-ში იჩივლეს

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩეხეთთან საგარეო მატჩის შემდეგ, რომელიც მათმა გუნდმა 0:2 დათმო, UEFA-ში იჩივლა. საქმე იმაშია, რომ პრაღაში გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას, სტადიონზე რასისტული და შეურაცხმყოფელი ბანერები იყო გამოფენილი. “ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად გმობს სამარცხვინო ქმედებებს, რაც მოხდა ჩეხეთთან მატჩის დროს. რასისტული სკანდირები და ალბანეთის დროშის შეურაცხყოფა აუტანელი და მიუღებელია ფეხბურთის მოედანზე. ეს სერიოზული აქტი და […]
ჩემი ხმა: საჯარო სექტორში დასაქმებულებს ოჯახის პირად მონაცემებს სთხოვენ – დაიწყოს გამოძიება

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია – ჩემი ხმა აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია. ამაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლონდა თოლორაიამ ისაუბრა. მან ახსენა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მათი ოჯახის წევრების მონაცემების შეგროვებას სთხოვენ, რათა შემდგომ ეს სიები ქართულ ოცნებას გადაეცეს. ლონდა თოლორაიას თქმით, […]
გურჯაანში რიგით მეექვსე გურჯაანის გაიმართა

გურჯაანში, ღვინის ფესტივალში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს. ფესტივალი, რომელიც ქალაქ გურჯაანის ახტალის პარკში გაიმართა, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 2022 წლიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ […]
ნათელა გრიგალაშვილი Eyeshot-ის კონკურსის ჟიურის წევრი გახდა

ქართველი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი Eyeshot-ის კონკურსის ჟიურის წევრი გახდა. “წელს Eyeshot-ის ქუჩისა და დოკუმენტური ფოტოგრაფიის კონკურსის ჟიურის წევრობა მხვდა წილად, ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს!” – წერს ნათელა გრიგალაშვილი. Eyeshot დამოუკიდებელი იტალიური გამომცემლობაა, რომელიც ქუჩისა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე კონცენტრირებულ ნამუშევრებს გამოსცემს.
რუსეთმა ქერჩის ხიდის აფეთქებაში თანამონაწილეობისთვის საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ქერჩის ხიდის აფეთქებაში თანამონაწილეობისთვის საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. გამოძიების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძე და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკო 2022 წელს ქერჩის ხიდის აფეთქებაში მონაწილეებად ითვლებიან. ინფორმაციას რუსული მედია TASS-ი საქმის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ბრალად ედებათ ტერაქტის მომზადება, რომლის დროსაც ადამიანი გარდაიცვალა, ასევე პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 15 ოქტომბრის ჩათვლით – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 15 ოქტომბრის ჩათვლით – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7263; 1 ევრო – 2.9804; 1 ფუნტი – 3.5600; 1 ლირა კი 0.0795 ლარი ეღირება.
ალეკო ელისაშვილი – ეს მოღალატეები ოკუპანტებს, ჩვენი ხალხის მწამებლებს ბოდიშს უხდიან – ჩვენი მტრებისთვის ბოდიშის მოხდას მე არ ვაპირებ, შერიგებაც მოხდება, მაგრამ ეს ორმხრივი ამბავი იქნება და არა ისე, რომ ვინმეს თავი დავუხაროთ

სამეგრელო ყოველთვის იყო და არის მოვლენების წინა ხაზზე. თუ პოლიტიკური ცვლილება ხდება საქართველოში, ეს იწყება სამეგრელოდან – ჩემო მეგრელებო, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად მოვინდომოთ და ერთი დიდი ეროვნული ზეიმი მოვაწყოთ, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ზუგდიდში, კოალიციის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას ამომრჩეველს. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ძლიერი საქართველო“ ერთადერთი კოალიციაა, რომელსაც აქვს მკაფიო […]
ზუგდიდში „ევროპელი დემოკრატების“ საარჩევნო კამპანია გაიმართა

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ზუგდიდში გამართა და მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც დავითაია აცხადებს, ზუგდიდის მოსახლეობა შეხვედრებზე მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის და ევროპული ღირებულებების მიმართ. „ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც ზუგდიდში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის უნდა განხორციელდეს, ეს ეხება ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ მდგომარეობას. მინდა […]
მიხეილ სარჯველაძემ მუხრანში, სოფლის ახალი ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა დაათვალიერა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ახალი ამბულატორია გაიხსნა, რომელშიც ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. „მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის, გადაუდებელ თუ სხვა სამედიცინო მომსახურებებს ადგილზე, უწყვეტად იღებენ. ამბულატორია აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. სამედიცინო ცენტრში, […]