ჩემი ხმა მოუწოდებს სამინისტროს, განმარტოს, რატომ სთხოვენ მოსწავლეებს მშობლების მონაცემებს

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია – ჩემი ხმა მოუწოდებს განათლების სამინისტროს, გააკეთოს განმარტება, რატომ სთხოვენ მოსწავლეებს მშობლების პერსონალური მონაცემების შევსებას. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლოს, რამდენად კანონიერია არასრულწლოვანებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვება მათი მშობლების შესახებ. “რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში მოსწავლეებისგან გროვდება მათი მშობლების […]

რუსეთში ორენბურგის აეროდრომზე თვითმფრინავი ტუ-134 დაიწვა – უკრაინის დაზვერვა

რუსეთის სამხედრო აეროდრომზე “ორენბურგ-2” სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ტუ-134 დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. 2024 წლის 12-13 ოქტომბრის ღამეს რუსეთში დაიწვა აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების 117-ე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაპოლკის ტუ-134 თვითმფრინავი. გამანადგურებელი ხანძარი გაჩნდა რუსეთის სამხედრო აეროდრომ “ორენბურგ-2”-ზე, სადაც ტუ-134 იყო განთავსებული, – ნათქვამია დაზვერვის სამმართველოს გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ასეთი საბჭოთა თვითმფრინავები რუსეთის თავდაცვის […]

ჯო ბაიდენი – აშშ მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად მოლაპარაკებების გამართვისთვის. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ასეთი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობის გარეშე. „აშშ მზად არის, წინაპირობების გარეშე ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შემცირების საკითხზე”, – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ბირთვული არსენალის […]

პეტრე ცისკარიშვილი – მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი საქართველოსთვის, ქართული პოლიტიკისთვის – მან კრიმინალით მოცული ჩვენი სამშობლო, 90-იანი წლების საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ აქცია

მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი საქართველოსთვის, ქართული პოლიტიკისთვის. მან კრიმინალით მოცული ჩვენი სამშობლო, 90-იანი წლების საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ აქცია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „კოპალაში“ გაიმართა, სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, „ერთიანობა -ნაციონალური […]

ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ პროვოკაციები მოაწყოს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციებისთვის ემზადება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუმცა, სახელმწიფო მათი გეგმების განხორციელებას არ დაუშვებს. „ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყოს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის. ისინი არა მარტო ოცნებობენ, არამედ კონკრეტულად რაღაც მზაკვრულ გეგმებს თხზავენ […]

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ – საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას, რათა ეს მონაცემები შემდეგომ გადაეგზავნოს მმართველ პარტიას- მივმართავთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე,- ამის შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს. როგორც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი ფაქტები არსებით […]

თინა ბოკუჩავა – ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არის ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზების შანსს

ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არის ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზების შანსს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. „ევროპარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, […]

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ. „მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის საგარეო საქმეთა […]

ნათია მეზვრიშვილი – დღევანდელი „ოცნება“ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“

დღევანდელი „ოცნება“ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები, რომლებიც მთავარ ოპონენტებს უკრძალავდნენ და არ აძლევდნენ საეთერო დროს და რეკლამების განთავსების შესაძლებლობას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ პარტიას რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც რეკლამის […]

აკაკი ალადაშვილი – მოსახლეობის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ „ქართული ოცნების“ მიმართ, მჯერა 26 ოქტომბერს მათთან ერთად ღირსეული გამარჯვება გველოდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, სოფელ დიღომში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. „ყოველდღიური შეხვედრებისას, მოსახლეობის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ „ქართული ოცნების” […]