ქართველ ექსპორტიორებს 3-4 თვეა გრძელვადიან კონტრაქტებს აღარ უფორმებენ – გვანცა მელაძე

ქართველ ექსპორტიორებს 3-4 თვეა გრძელვადიან კონტრაქტებს აღარ უფორმებენ. ამის შესახებ bpn.ge-ს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე ესაუბრა. მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და სანქციების მოლოდინია. როგორც გვანცა მელაძე ამბობს, სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, საერთაშორისო საცალო ქსელები თავს იკავებენ ახალი კონტრაქტების გაფორმებისგან. „ექსპორტის განვითარების ასოციაცია აქტიურად ვთანამშრომლობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, შესაბამისად, მეტწილად […]

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ მედიათეკას, ამფითეატრის ტიპის სამკითხველო, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზებს, სივრცეებს კაფესა და […]

“ქართული ოცნების” პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნების” პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს: “გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა. იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით […]

ფოთის პორტმა 2023 წელს რეკორდული, 226 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

ფოთის პორტის ოპერატორმა APM Terminals-მა 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ფოთის პორტმა 226 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 24 მილიონი ლარით მეტია. ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც რამაც გასულ წელს 113 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 19 მილიონით არის გაზრდილი. ფოთის პორტის ანგარიშის თანახმად, […]

“შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?” – ჩერჩესოვი ყაზახ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა მშობლიურ ენაზე დაუსვა

ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი სკანდალში გაეხვია. ყაზახეთი-სლოვენიის (0:1) მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჩერჩესოვს კითხვა ყაზახურ ენაზე დაუსვა, ჩერჩესოვმა კი ასეთი პასუხი გასცა: “შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?”. კითხვის ავტორი ჟურნალისტი ბეგასილ სეუთხანოვი გახლდათ, რომელსაც “პარი სენ ჟერმენის” მაისური ეცვა. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. “სტანისლავ ჩერჩესოვი ყაზახურ ენას დიდ პატივს სცემს, […]

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ესმის რა არის დემოკრატია” – მიხაილ როთი

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება“, ეხმაურება და წერს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია. კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს. ამომრჩეველი წყვეტს ვინ გახდება ოპოზიცია ან ხელისუფლება. ევროპულ დემოკრატიაში პარტიები აკრძალული არ არის, მათ წინააღმდეგ კი პოლიტიკურად […]

“სუს-ი გაუქმდება, დიახ, ამაზე ხელი გვაქვს მოწერილი” – ვაშაძე

“ერთიანობის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს: „მეტი რა მხილება სჭირდება „ქართულ ოცნებას“? ამერიკა, ევროპა: გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი – მასთან ურთიერთობა ყველას შეწყვეტილი აქვს. აი, კიდევ რით უნდა ამხილო, მართლა ეს მავნებელი ძალა? ახლა მარცხდებიან და ათას სისულელეს იგონებენ. კითხვა დავსვათ, რას აკეთებს სუს-ი საქართველოში? რომ იცოდეთ, თქვენც გაკონტროლებთ, მარტო ჩვენ […]

საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა

საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო. ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის […]

თურქეთში “3+3” ფორმატის შეხვედრა გაიმართება – საქართველოს გარეშე

სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, “3+3-ის” მესამე შეხვედრა 18 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. საქართველოს პოზიცია უცვლელია, ის არც ამჯერად არ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში […]

სამხრეთი კორეა და აშშ ჯერჯერობით არ ადასტურებენ რუსეთში ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყო რუსეთში არა მხოლოდ იარაღის, არამედ ცოცხალი ძალის გაგზავნა – თავდაცვითი ქარხნების მუშებისა და ჯარისკაცებისაც კი. მაგრამ სამხრეთმა კორეამ და შეერთებულმა შტატებმა თითქმის ერთდროულად განაცხადეს, რომ არკვევენ რუსეთში ჩრდილოკორეელ სამხედროთა გაგზავნას. მათი თქმით, ჯერ არ მიაჩნიათ, რომ ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურებულია. კორეის რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვის […]