ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. „აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დაახლოებაზე დიდი გავლენა მოახდინა […]

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $70 მლნ გამოიტანა – გაიყიდა $65 მილიონი

2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 70 მლნ. აშშ დოლარიდან აუქციონზე 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა. სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება […]

ფისკალური რისკების ძირითადი წყაროებია სახელმწიფოს საწარმოები, კვაზი-ფისკალური აქტივობები – აუდიტი

ფისკალური რისკების ძირითადი წყაროებია სახელმწიფოს საწარმოები, კვაზი-ფისკალური აქტივობები, ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული კონტრაქტები და PPP პროექტები. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მომზადდა. აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, უწყების დასკვნის თანახმად, მომავალი […]

ისლანდიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 ნოემბერს ჩატარდება

ისლანდიამ დაადასტურა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კოალიციის დაშლასთან დაკავშირებით და არჩევნების თარიღად 30 ნოემბერი დანიშნა. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Reuters იუწყება. პრეზიდენტმა ჰალა ტომასდოტირმა 15 ოქტომბერს საღამოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ისინი 30 ნოემბერს გაიმართება. ისლანდიის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საკანონმდებლო ორგანოს დაშლის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 45 დღისა. […]

გურიის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ,,შეხვედრა გავმართეთ გურიის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც აქვს სამინისტროს, ასევე გამოწვევებზე, რაც დგას სამედიცინო საზოგადოების წინაშე. ხაზი გაესვა სამინისტროს […]

“კიდევ ერთი ავარია სანაპიროზე, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი” – ვიდეო

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა სანაპიროზე, სამწუხაროდ არის მსხვერპლი იარეთ ფრთხილად ნუ უქმნით საფრთხეს თქვენ და სხვის სიცოცხლეს

“კოლექტიურმა ოცნებამ დააანონსა, რომ ტოტალურად დაიწყებს საკუთარი მოსახლეობის დევნას” – არჩილ გამზარდია

კოლექტიურმა ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად დააანონსა, რომ ტოტალურად დაიწყებს საკუთარი მოსახლეობის დევნას, ვინც ხელისუფლებას არ მისცემს ხმას და შეეწინააღმდეგება მას. ეს არის ტერორის თანამედროვე ნაირსახეობა, რომელსაც ოფიციალურად აანონსებს როგორც კოლექტიური ქართული ოცნების ნაირსახეობები, ასევე მათი მედიასაშუალებები. ლაპარაკია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად ან ნეგატიურად განწყობილი ადამიანების მასობრივ დევნაზე. ამის პასუხი მხოლოდ ეფექტიანი წინააღმდეგობა უნდა იყოს კონსტიტუციური ქცევის ფარგლებში.

ირანის პრეზიდენტი – თუ ისლამური ქვეყნები გავერთიანდებით, სიონისტური რეჟიმი დანაშაულების ასე მარტივად ჩადენას ვერ გაბედავს

თუ ისლამური ქვეყნები გავერთიანდებით, სიონისტური რეჟიმი დანაშაულების ასე მარტივად ჩადენას ვერ გაბედავს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ომანის სულთანთან, ჰაითჰამ ბინ თარიქთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ომანის სულთანთან სატელეფონო საუბარში მასუდ ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ ირანი ღაზასა და ლიბანში „ისრაელის დანაშაულებთან“ დაკავშირებით ომანის პოზიციას აფასებს.

ლევან დავითაშვილი – „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტი მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ „შუა დერეფნის“ მარშრუტს დიდი პოტენციალი აქვს და სწორად ვითარდება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას ასევე დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ბინ ალი ალ საიეღი, რომელიც კომპანია „აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) თბილისში მყოფ დელეგაციას ხელმძღვანელობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა […]

(ფოტო) – “გალაკტიონის ქუჩა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ, ანტისახალხო კაპილარს წარმოადგენს” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: გალაკტიონის ქუჩა დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს, იგი სათავეს იღებს თბილისის საკრებულოს შენობის მარჯვენა კუთხიდან და სოლოლაკის კლდის მიდამოებში, ენგელსზე სრულდება. თბილისის საკრებულო ქალაქის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოა, მის შემადგელობაში არაერთი პოლიტიკური პარტია ირიცხება, მრავალრიცხოვანი საბჭო ვალდებულია აკონტროლოს მუნიციპალიტეტის მერია და მას მოქალაქეთა პრობლემების აღმოსაფხვრელად სწრაფი და შედეგიანი მოქმედებისკენ უბიძგოს. საკრებულოს წევრები ყოველდღიურად დადიან გალაკტიონის […]