საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა

საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო.
ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს.
საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი 2012 წელს გახდა. 2014 წელს კი ქვეყანა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი გახდა და 2015 წელს OGP-ის პირველ ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა. 2017 წელს საქართველო 1 წლის ვადით OGP-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის