„წინასაარჩევნო პროცესი არსებითად თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტების სახე აქვს. ეს იყო ის, რაც აისახა ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშში“ – შალვა პაპუაშვილი

„წინასაარჩევნო პროცესი არსებითად თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტების სახე აქვს. ეს იყო ის, რაც აისახა ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშში“ – შალვა პაპუაშვილი „როგორც მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშში დადასტურდა ის, რასაც საზოგადოება ისედაც ხედავს. წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ […]

მედია – მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან, ჭურვის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

მოლდოვის ჩრდილოეთით, უკრაინის საზღვართან, ჭურვის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლითონის ფრაგმენტები, რომელიც რაკეტის ან ჭურვის ფრაგმენტებს წააგავს, ოკნიცას რაიონის მცხოვრებლებმა დღეს დილით სოფელ ლენკეუცთან – სახელმწიფო საზღვრიდან 4 კილომეტრში, აღმოაჩინეს. საზღვრის უკრაინის მხარეს უახლოესი ქალაქი მოგილევ-პოდოლსკია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და პროკურატურა მივიდა. ჯერჯერობით, არ დაუდასტურებიათ, რა ტიპის ობიექტის ფრაგმენტებია აღმოჩენილი.

ალბანეთი იწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ბლოკის “გაღვიძების მოწოდების” შემდეგ

ალბანეთმა გადადგა ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებით. ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების შემდეგ, ალბანეთმა სამშაბათს დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკებები ბლოკში გაწევრიანების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ შეხვედრა ლუქსემბურგში იყო “ისტორიული” და “ემოციური”. და, ის ამტკიცებდა, რომ უკან დასახევი გზა არ არის. „ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის ალტერნატივის არჩევა იგივეა, რომ უარი თქვან იმ ცხოვრების წესზე, რომელსაც საბოლოოდ […]

ყაზახეთის პრეზიდენტი – ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს

ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის პრესმდივანმა, ბერიკ უალიმ განაცხადა. ბერიკ უალის განცხადებით, ყაზახეთი BRICS-ის განვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს. „ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, მათ შორის, გაწევრიანების საკითხის განხილვის ხანგრძლივი პროცესისა და სხვა რიგი საკითხების გამო, რომლებიც ამ ასოციაციის განვითარების […]

იუსტიციის სამინისტრო „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო შტაბის გახსნის“ თაობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს ხედავს, რის გამოც მის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა, კომისიამ სხდომა დღეს გამართა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება. რაც […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა ვერხოვნა რადას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ვერხოვნა რადაში გამოვიდა და დეპუტატებს წარუდგინა ე.წ. გამარჯვების გეგმა – ზომების კომპლექსი, რომელიც, კიევის აზრით, ხელს შეუწყობს რუსეთის იძულებას, დაასრულოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მანამდე მან თავისი წინადადებები წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა დასავლელ ლიდერებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სხვათა შორის უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული ის, თუ რა მოხდება […]

პრეზიდენტის წარმომადგენელს განმარტებებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იწვევენ

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განმარტებებისთვის იწვევენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს დღევანდელი, 16 ოქტომბრის, სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გავუგზავნით წერილს და მოვუწოდებთ, რომ კომისიის შემდეგ სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ […]

ისრაელი ღვინის ტურისტულ კლასტერს აშენებს

ისრაელი ღვინის ტურისტულ კლასტერს აშენებს ისრაელში, ჰაიფას მახლობლად მდებარე მსხვილ დასახლებულ პუნქტ ზიქრონ-იაკოვში ღვინის ახალი ტურისტული კლასტერის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს. ეს ლოკაცია შემთხვევით არ შეირჩა, რადგან ისრაელის ღვინის ქარხნების უდიდესი ნაწილი სწორედ ზიქრონ-იაკოვის ირგვლივ მდებარეობს. პროექტის თანახმად, პარკში 265-ნომრიანი ორი სასტუმრო აშენდება და დასასვენებლად საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ტურიზმის მინისტრ ხაიმ […]

მინისტრი პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს და კიდევ ერთი წერილის გაგზავნას გეგმავს

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა, კომისიამ სხდომა დღეს გამართა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება. რაც […]

გერმანიის ელჩი: EU-ის წევრობა საქართველოს ეკონომიკისთვის საუკეთესო რამეა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეკონომიკას ძალიან წაადგება, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა. ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა X-ზე დაწერა. „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ბიზნეს-ფორუმზე მე ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო რამ იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგრამ საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება — უნდა ევროკავშირის წევრობა თუ არა. ასევე ვისაუბრე […]