U21. ივიცა ოლიჩი: ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა და მაქსიმალურად მომზადებულები უნდა ვიყოთ

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. კენჭისყრის შემდეგ კომენტარი ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა გააკეთა: “ამ გუნდმა შვედეთს აჯობა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, რაც მათ დონეზე მეტყველებს. უკვე აჩვენეს, რამდენად სახიფათოები არიან და ცხადია, რომ ძალიან კარგი გუნდია. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად და კარგად მომზადებულები უნდა ვიყოთ. ჩვენი მხრიდან მეტოქის დაუფასებლობას ადგილი […]

ტოლერანტობის ცენტრი POSTV-ის სიუჟეტზე: ვგმობთ ეთნიკური ნიშნით პოლიტიკურ დისკრედიტაციას

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი 11 ოქტომბერს სამთავრობო პროპაგანდისტული არხის POSTV-ის მიერ გამოქვეყნებული არმენოფობიური განწყობის ვიდეოს გმობენ და არხს, ასევე, არმენოფობიის გამავრცელებელ დანარჩენ სუბიექტებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, მსგავსი მედიაპროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში და აღნიშნავენ, რომ ეთნიკური ნიშნით პოლიტიკური დისკრედიტაცია დაუშვებელია. “სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის მიერ, […]

გივი მიქანაძე წალკაში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წალკაში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „წალკის №1 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის 70 წლისთავის ღონისძიებების ფარგლებში, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტსა და დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო ცენტრის – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN – the European Organization for Nuclear Research) 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, CERN-ის საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ კოსტას ფონტასს და CERN-ის მეცნიერთა წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველო და საქართველოს ტექნიკური […]

მამუკა ხაზარაძე – მე ვიყავი “ქართული ოცნების” ამომრჩეველი – მოგიწოდებთ ხელისუფლების მხარდამჭერებო, ცხრა დღე დარჩა სამშობლოს გადასარჩენად, გადადგით ეს ნაბიჯი

ჩვენ არ დავუშვებთ არასდროს, რომ ოკუპანტს ბოდიში მოვუხადოთ, ასეთი რაღაც ვერ მოხდება საქართველოში. ჩვენ ვიცით ღირსება, ჩვენ ვიცით შერიგებაც, ვიცით მიტევებაც, მაგრამ ამას სჭირდება ორივე მხარის სურვილი, – ამის შესახებ ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია. „ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ, […]

გია ხუხაშვილი – რიგგარეშე არჩევნების თემას სკეპტიკურად ვუყურებ – რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, პრეზიდენტს შესთავაზებენ პრემიერის პორტფელს

პირადად მე, რიგგარეშე არჩევნების თემას სკეპტიკურად ვუყურებ, ეს საკმაოდ რთული საკითხია, პრეზიდენტმაც იცის ჩემი მოსაზრება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. ხუხაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის მთავარ საკითხებზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ერთი წელი ცოტაა იმისთვის, რათა ტექნიკურმა მთავრობამ გარკვეული რეფორმების გატარება მოასწროს. როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ამას სჭირდება გარკვეული დრო, […]

უკრაინა უახლოეს პერიოდში ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინა უახლოეს პერიოდში ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ნორვეგიელ კოლეგა ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებს. “უკრაინა-ნატოს საბჭოს დროს ორმხრივი მოლაპარაკებები მქონდა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან, ბიორნ არილდ გრამთან. მადლობა გადავუხადე ნორვეგიის მთავრობას და ხალხს უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება და ჩვენი საჭიროებები, […]

ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ჰაბად, რომელიც რეგიონის ქვეყნებს ხარისხის ინფრასტრუქტურის კუთხით მომსახურებას მიაწვდის – გენადი არველაძე

17 ოქტომბერს სსიპ აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, გასცა აკრედიტაცია უცხო ქვეყანაში, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული საკალიბრო ლაბორატორიისათვის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყანაში ფართოდ გამოყენებული პრაქტიკაა მსოფლიოში და ძირითადად განვითარებული ქვეყნების აკრედიტაციის ორგანიზაციები არიან ასეთი სერვისების მიმწოდებლები. […]

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები გაიზარდა

კრიპტოინდუსტრია აღმასვლას განაგრძობს – გასული 24 საათის განმავლობაში ბაზრის საერთო შეფასება 1%-ით გაიზარდა და 2 ტრილიონ 310 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასმა 67,300 დოლარი შეადგინა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 330 მილიარდი დოლარი გახდა, რაც ერთ კვირაში 10.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეთერიუმის ფასი 2,600 დოლარი გახდა, მისმა საბაზრო შეფასებამ კი 315 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ […]

მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დავით ფაცაცია წალენჯიხაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატ ილია ინჯიასთან ერთად, წალენჯიხაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დევნილთა საჭიროებების მოგვარების გზები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით უკვე განხორციელებულ, […]