„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, ამჯერად, ადგილობრივებთან შეხვედრები ლეჩხუმისა და ერწოს ქუჩებზე გაიმართა. დელეგატი გურამიშვილის გამზირი N74-ში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა. „სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ლეჩხუმის ქუჩის მოსახლეობასთან. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა განვიხილეთ და ჩვენი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ […]

ჯანდაცვის მინისტრი – კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა – ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რელევანტური იყოს გადაწყვეტილებები

კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა უწყების ინტერესში არ შედის, შესაბამისად, პროცესს “გულისყურით მიუდგებიან” და გადაწყვეტილებები პაციენტების […]

FlixTrain გერმანიაში მიმართულებების რაოდენობას ზრდის

FlixTrain-მა, გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მატარებლის ოპერატორმა, გამოაცხადა, რომ მალე საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზებს მეტ რეგიონულ მარშრუტს და არსებულ მარშრუტებს კიდევ 200 ქალაქს დაამატებს. FlixTrain საქალაქთაშორისო რკინიგზის მიმართულებით ქვეყანაში Deutsche Bahn-ის კონკურენტია. სამომავლოდ კომპანია ითანამშრომლებს რეგიონულ სარკინიგზო ოპერატორებთან, მათ შორის Deutsche Bahn-თან, რათა გააფართოოს მარშრუტების ქსელი. FlixTrain მარშრუტები ამჟამად ფარავს მხოლოდ დიდ დისტანციებს მთავარ ცენტრებს შორის, როგორიცაა […]

ისრაელმა, დიდი ალბათობით, „ჰამასის“ ლიდერი მოკლა – მედია

ისრაელის სამხედრო ძალებმა, დიდი ალბათობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერი, იაჰია სინვარი, ღაზას სექტორში მოკლეს, იუწყება „პოლიტიკო“ თავის წყაროებზე დაყრდნობით. სინვარის მოკვლაზე სხვა მედიასაშუალებებიც წერენ. იგი ღაზას სექტორში „ჰამასს“ 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა და არსებული ინფორმაციით, წინა წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც იყო. ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანი, რომელიც „პოლიტიკოს“ ანონიმურად ესაუბრა, აღნიშნავს: „ისე ჩანს, რომ […]

“მეც გაბრაზებული ვარ, პარტიაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც დაგვცინოდნენ და გვაგინებდნენ” – მიშა მესხი

სამოქალაქო აქტივისტი, მიშა მესხი: ამ წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გამიგია სიტყვა, მოიცა რა, რა ნაცები მოვლენ და ნაცების დრო წავიდა… იცით, რა მაინტერესებს? თქვენი აზრით, ეს “ახალი” და ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდეს უმრავლესობაში, დავუშვათ, გაქვთ იმის ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ბოლომდე მოიხდის? ან გაქვთ ილუზია, როცა სააკაშვილი ციხიდან გამოვა დათო ახალაია, ბაჩო ახალია, დავით კეზერაშვილი, გია […]

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს დავით ღონღაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია […]

უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს

უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში. „უსამართლობაა საქართველოს […]

საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში

მსოფლიო რაგბის ნოემბრის საერთაშორისო ფანჯარაში მსოფლიოს მასშტაბით 36 ტესტ-მატჩი და 5 სანაკრებო თამაში გაიმართება. ამ 41 შეხვედრას, რომლებიც ნოემბრის 5 უქმეებზეა გადანაწილებული, ჯამში 12 ქვეყნის 30 მსაჯი მოემსახურება – სასიხარულოა, რომ მათგან ორი საქართველოს წარმოადგენს! აღარავის გვიკვირს უმაღლესი დონის ტესტ-მატჩებში ნიკა ამაშუკელის გამოჩენა, რომელიც ნოემბერში ოთხ თამაშს მოემსახურება – სამს გვერდითი და ერთს მოედნის მსაჯის […]

თბილისში ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გაიხსნა

17 ოქტომბერს თბილისში, ახალ შენობაში გაიხსნა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი. სამედიცინო ცენტრის ახალი მისამართია დიღომი, ლიუბლიანის ქუჩა N70. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 11-სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. “კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება. სამომავლოდ იგეგმება […]

ისრაელის თანახმად, სავარაუდოდ მოკლულია ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი

ისრაელის თავდაცვის არმია და საერთო უსაფრთხოების სამსახური იძიებენ პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სავარაუდო მკვლელობას (აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობაში ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში დაიღუპა ჰამასის სამი წარმომადგენელი, რომელთაგან ერთი, შესაძლოა, სინვარი იყო. სამხედროთა თქმით, შენობაში, სადაც იმყოფებოდნენ მოკლულები, არ შეინიშნება მძევალთა ყოფნის ნიშნები. ჰამასს კომენტარი […]