“სინვარის მკვლელობა ჰამასისათვის იმაზე დიდი დარტყმა იქნება, ვიდრე აქამდე რაიმე ყოფილა” – გიორგი კობერიძე

ისრაელის სამხედრო ძალების ვერსიით დღეს ღაზაში მოკლულ იქნა ჰამასის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი იაჰია სინვარი. ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში ეს ჰამასისათვის იმაზე დიდი დარტყმა იქნება, ვიდრე აქამდე რაიმე ყოფილა. სწორედ სინვარი იყო ის ადამიანი, რომელმაც დაგეგმა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე და მოჰამედ დიეფთან ერთად ტერორისტული ორგანიზაციის ფაქტობრივ სამხედრო ლიდერს წარმოადგენდა. იგი 1962 წელს დაიბადა […]

ComCom-მა იმედი, POSTV და მაესტროს ენმ-ს რგოლის განუთავსებლობის გამო დამრღვევებად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ ტელეიმედი, POSTV და მაესტრო ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის დამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა. ამასთან, კომუნიკაციების კომისიამ დარღვევა დაუდგინა POSTV-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის. როგორც კომისიაში აცხადებენ, ნაციონალურმა მოძრაობამ საჩივარი შეიტანა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან აღნიშნული ტელევიზიების ეთერში აღარ გადის მათი წინასაარჩევნო რეკლამები. 10 […]

ხელმძღვანელობას, ყველა ექიმსა და ექთანს, თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ ახალ, საკუთარ შენობაში გადასვლას – ირაკლი კობახიძე ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის გახსნაზე

ხელმძღვანელობას, ყველა ექიმსა და ექთანს, თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ ახალ, საკუთარ შენობაში გადასვლას – ირაკლი კობახიძე ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის გახსნაზე თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელობას, ყველა ექიმსა და ექთანს, თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ ახალ, საკუთარ შენობაში გადასვლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თენგიზ ცერცვაძის სახელობის თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის სამეცნიერო-პრაქტიკული […]

ლევან ცუცქირიძე – 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან დავანებებთ ფუჭ ოცნებებს თავს და საბოლოოდ გავიღვიძებთ, ან დავრჩებით ფუჭი ოცნებების ტყვეობაში

ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ თავისუფლებისთვის , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ცუცქირიძემ ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და არჩევანზე, თუ რის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს არჩევანი – „ან დავანებებთ ფუჭ ოცნებებს თავს და საბოლოოდ გავიღვიძებთ, ან დავრჩებით […]

დავით კოდუა – ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გავიზარდე, იმ უმძიმეს წლებში ჩემს სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები

„ქართული ოცნების” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდიატი დავით კოდუა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს გიორგი გამსახურდიას მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის მადლობას უხდის. კოდუა პირველი პრეზიდენტის შესახებაც წერს და ამბობს, რომ ის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების გარემოცვაში გაიზარდა და უმძიმეს წლებში მის სახლში იკრიბებოდნენ პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები. „მადლობა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი ადამიანის, ზვიად გამსახურდიას […]

პრეზიდენტმა ლამარა მარგოშვილი და როსტომ ფარეულიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლამარა მარგოშვილი და როსტომ ფარეულიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში მექა ხანგოშვილის წიგნის „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა. „საქართველოს პრეზიდენტმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ლამარა მარგოშვილი ღირსების მედლით (სიკვდილის შემდეგ) ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი […]

რომელია 2025 წელს სამოგზაუროდ ყველაზე იაფი ქვეყნები?

HelloSafe-ის ექსპერტებმა 2025 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ხელმისაწვდომი სამოგზაურო მიმართულებები გამოავლინეს. სიის სათავეში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ლაოსია. აქ მოგზაურის საშუალო დღიური ღირებულება მხოლოდ 18 დოლარია. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც ტურისტი დღეში 26 დოლარს ხარჯავს, მესამეზე კი რუანდაა, სადაც საშუალოდ დღიური ხარჯები არ აღემატება 28 დოლარს. რეიტინგის ყველა ქვეყანაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით $49-ია, მათი უმეტესობა აფრიკასა და […]

ჩრდილოეთ კორეაში აღარ იყენებენ კალენდარს, რომელშიც წელთაღრიცხვა კიმ ირ სენის დაბადებიდან იწყებოდა – მედია

ჩრდილოეთ კორეაში შეწყვიტეს ე.წ. „ჩუხჩეს კალენდრის“ გამოყენება, რომლითაც წელთაღრიცხვა ქვეყნის პირველი მმართველის, კიმ ერ სენის დაბადებიან იწყებოდა. ამის შესახებ სამხრეთკორეული „იონჰაპი“ [Yonhap News Agency] იუწყება. ამ კალენდარს ჩრდილოეთ კორეაში 1997 წლიდან იყენებდნენ – კიმ ირ სენის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ. პარალელურად, ქვეყანაში გამოიყენებოდა გრეგორიანული კალენდარიც. „იონჰაპი“ აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის 10 ოქტომბრის და მისი […]

პრეზიდენტი – ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს გვახასიათებს, ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში გამჯდარი და ეს არ შეიძლება დაიკარგოს

ორბელიანების სასახლეში დღეს მექა ხანგოშვილის წიგნის „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პანკისის ხეობიდან ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც წიგნს უდევს საფუძვლად. ,,მექა ხანგოშვილის არაჩვეულებრივი, უზარმაზარი წიგნი არის არა მხოლოდ ქისტების ისტორიისა და პანკისის ხეობის შესახებ, არამედ საქართველოს ისტორიისა […]

ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო, “რაც გამოიხატა საზოგადოებაში გაზრდილი პოლარიზაციითა და ისეთი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც ევროპის საბჭოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება”. დეკლარაციის ტექსტში ნახსენებია კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის 2024 წლის 2 ივლისის განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო საქართველოს დემოკრატიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გადახრის რისკი. მასში, ასევე საუბარი […]