უახლოეს პერიოდში ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინა უახლოეს პერიოდში ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ნორვეგიელ კოლეგა ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
-ნატოს საბჭოს დროს ორმხრივი მოლაპარაკებები მქონდა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან, ბიორნ არილდ გრამთან. მადლობა გადავუხადე ნორვეგიის მთავრობას და ხალხს უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება და ჩვენი საჭიროებები, კერძოდ შორი მანძილის იარაღში.
ცალკე ფოკუსია საავიაციო შემადგენელი. კერძოდ, ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება F-16 ავიაგამანადგურებლებით. ნორვეგია გააგრძელებს მხარდაჭერას და უახლოეს პერიოდში უკრაინას ექვს თვითმფრინავს გადასცემს”, – წერს უმეროვი.
მან აღნიშნა, რომ ნორვეგიას “დანოური მოდელისთვის” შეერთება შესთავაზა, რაც უკრაინული თავდაცვითი მრეწველობების პირდაპირ დაფინანსებას მოიაზრებს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…