ოქროს ფასმა რეკორდი განაახლა და უნციაზე 2712 დოლარს გადააჭარბა

ოქრომ ხუთშაბათის ვაჭრობისას რეკორდი განაახლა, მისმა ფასმა უნციაზე 2712 დოლარს გადააჭარბა. ძვირფასი ლითონი ძვირდება ყველაზე სანდო აქტივებზე მოთხოვნის ზოგადი ზრდის ფონზე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ გაურკვევლობის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შენარჩუნების და ჩინეთის ეკონომიკის პერსპექტივების მიმართ პესიმიზმის პირობებში. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ხუთშაბათს შეამცირა სამივე ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით და აღნიშნა, რომ „ევროზონის დეზინფლაციური […]

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული დრონების მწარმოებლებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სამ რუსულ და ჩინურ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების Garpiya-ს შემუშავებასა და წარმოებასთან. ამ დრონებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობით ჩინეთში შემუშავებული და წარმოებული დრონების გამოყენებამ გამოიწვია უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, თუ როდის შეძლებს კლინიკა პაციენტების მიღებას

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, თუ როდის შეძლებს კლინიკა პაციენტების მიღებას. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, კლინიკაში კადრების დაკომპლექტება მიმდინარეობს, პაციენტების მიღებას კი მაშინ შეძლებენ, როდესაც მარეგულირებელი კომისიის ნებართვა ექნებათ. „ამჟამად მიმდინარეობს მარეგულირებლის მიერ შემოწმება. სავარაუდოდ, მალე მივიღებთ ნებართვას და შევძლებთ პაციენტების სრულად მიღებას. ამ ეტაპზე, კლინიკაში, კადრების დაკომპლექტება გრძელდება, რაც 2-3 დღეში დასრულდება. […]

„ჰეზბოლა“ – ისრაელის წინააღმდეგ ომში ახალ და ესკალაციურ ფაზაზე გადავდივართ

ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომში ახალ ფაზას იწყებს. „გადავდივართ ისრაელელ მტერთან დაპირისპირების ახალ და ესკალაციურ ფაზაზე“, – აღნიშნულია დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოქვეყნდა. „ჰეზბოლას“ მტკიცებით, პირველად, ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის ჯარების წინააღმდეგ ზუსტ მართვად რაკეტებს იყენებს. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა “ჰამასის” პოლიტბიუროს […]

ევროპული საბჭო – ევროკავშირს მოვუწოდებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარებისკენ – რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს

ევროპული საბჭო კვლავ მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ დასკვნაშია აღნიშნული. ევროპული საბჭო ასევე ადასტურებს ევროკავშირის ურყევ ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხისთვის უწყვეტი პოლიტიკური, […]

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ჟორდანიას, თელეთის, ბერუაშვილის, ნიქაბაძის, ლევან ღოღობერიძის, კაპანაძეების, ლომინაძის, ევგენი გეგეჭკორის, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს 10:00 საათიდან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მამკოდაში, ავჭალაში, ლელუბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; „ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – ჟებოტა, თეგერაანები, […]

“ბიზნესი ₾500-ით დავიწყეთ და წელიწადში უკვე ₾90 000-მდე ბრუნვა გვაქვს” – “ლოლი პოპ კარამელსი”

„ბიზნესი 5 წლის წინ, დაახლოებით 500 ლარით დავიწყეთ და წელიწადში უკვე 90 000 ლარამდე ბრუნვა გვაქვს“, – ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია „ლოლი პოპ კარამელსის“ დამფუძნებელმა, ლიდა სარქისიანმა ისაუბრა. „ლოლი პოპ კარამელი“ ხელნაკეთი საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ხუთი წელია ოპერირებს. კომპანია პროდუქციას როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, თბილისში გახსნილ მაღაზიაში, სახელწოდებით „ლოლი პოპ კარამელსი“ ყიდის. […]

რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე – ნატო-ს ქვეყნებს შორის პოლონეთს ყველაზე რადიკალური პოზიციები უჭირავს, მათი ლიდერები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკო განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლების განცხადებებს რეძიკოვში ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტების ჩაჭრის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლოა. „ნატო-ს ქვეყნებს შორის პოლონეთს ყველაზე რადიკალური პოზიციები უჭირავს, მათი ლიდერები აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს“, – განაცხადა გრუშკომ. შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რამდენიმე დღის განაცხადა, რომ ქვეყანა მალე გახსნის საჰაერო […]

ევროპული საბჭო: საქართველოს მთავრობის მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას

ევროპულმა საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს მის ევროპულ გზაზე და ამასთან, კვლავ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს. ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში 17 ოქტომბერს, ღამით გამოაქვეყნეს საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს. ევროპული საბჭოს თანახმად, მოქმედებების ასეთი კურსი […]