1908 ბიჯი – დეპუტატის შვილმა და ელგუჯა ქებურიამ ვაკეში კლინიკის ყოფილი შენობა აუქციონზე 27 მლნ ლარად იყიდეს

ბიზნესმენმა ელგუჯა ქებურიამ და დეპუტატ ელგუჯა გოცირიძის შვილმა ვაკეში სამედიცინო ცენტრ „იუნონას” ყოფილი შენობა აუქციონზე 27 მლნ ლარად იყიდეს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონზე რამდენჯერმე გამოიტანა. აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარი იყო, აუქციონის ბიჯი კი 10000 […]
„ხშირია ფაქტი, რომ ბინაში რადიატორი პირდაპირ კედელსაა ჩახუტებული. ეს არასწორია“

პროფესორმა, ენერგოეფექტურობის სპეციალისტმა ნანი მეფარიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ კორპუსის ბინებსა და კერძო სახლებში ენერგოეფექტურობის საშუალებებზე ისაუბრა. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყო, რაც სახლში სითბოს დანაკარგებს იწვევს, რის გამოც ადამიანებს გათბობისთვის ზედმეტი ხარჯების გაღება უწევთ. „პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ ის დანაკარგები, რომელიც შენობებიდან გვაქვს. ახალაშენებულ კორპუსებში, რომელთა მშენებლობა რეგულაციების გარეშე მიდიოდა, ძალიან თხელი კედლებია […]
შალვა პაპუაშვილი – რეგისტრირებული 30 000-ზე მეტი NGO-დან 25 000-მდე უმოქმედოა, აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე იღებს და მხოლოდ 136-სთვის აღმოჩნდა გამჭვირვალობა მიუღებელი – 75%-ზე მეტისთვის კანონი პრობლემას არ წარმოადგენს

როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა დანამდვილებით დავრწმუნდით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალების რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა. მისი თქმით, ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო […]
ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც ის გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება. Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლიდერები განიხილავენ უკრაინის საკითხსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს. ბაიდენი გერმანიაში გასულ კვირას, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისთვის უნდა ჩასულიყო, რომლის ჩატარებაც რამშტაინის სამხედრო ბაზაზე იყო დაგეგმილი, […]
ნატურალური წვენების საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში რუსეთი აღარ არის – სად ვყიდით პროდუქტს?

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოდან $13 726 000-ის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის მოცულობამ 9 247 ტონა შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება, მიმდინარე წლის რვა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 32%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, საერთაშორისო ბაზრებზე $10 […]
საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც პასპორტს და არც პირადობის მოწმობას

საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას კითხვის პასუხად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაავრცელა. · 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით აქტიურ პირადობის ელექტრონულ მოწმობას საქართველოს 3 345 274 მოქალაქე ფლობს. მათგან არასრულწლოვანია 141 572, ხოლო […]
თბილისის მერია: სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს

20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათიცე ცნობით, მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. „როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი […]
მომავალ წელს გვექნება განათლების ფონდი და დაახლოებით ₾7-8 მლნ-ს გამოვყოფთ – თემურ ჭყონია

“მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მომავალ წელს განათლების და სპორტის მიმართულებით სპეციალური ფონდისთვის 7-8 მლნ ლარი გამოიყოფა. ჭყონია ამბობს, რომ წელს მხოლოდ განათლების მიმართულებით 3 მლნ-ზე მეტია დახარჯული. საკითხზე მან BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. „რა არის ინვესტიცია? ეს არ არის მხოლოდ ფინანსური, არამედ ეს არის გონებრივი, კულტურული, ტექნიკური ინვესტიცია. როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენი, […]
თუ პეპი წავა – “მანჩესტერ სიტი” შესაძლოა ალონსომ ჩაიბაროს

თუ სეზონის დასრულებამდე, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, შესაძლოა “ქალაქელები” “ლევერკუზენის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა ხაბი ალონსომ ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი “სიტის” სასურველ კანდიდატებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ალონსოს ლევერკუზენის დატოვება. შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ხაბის გადაბირებას “ბაიერნი” და “ლივერპული” […]
აფხაზეთში, დეფიციტის გამო, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები ამოქმედდება

ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ნოემბრის დასაწყისიდან ოთხსაათიანი შეზღუდვა ამოქმედდება, – ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ რუსულ მედიას განუცხადა. „ამჟამად აფხაზეთის ელექტროენერგიის დეფიციტი 260 მილიონი კვტ/სთ-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით „ინტერ-რაო“-სთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 1-ელი ნოემბრიდან დაიწყოს 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის მოწოდება რუსეთიდან დეფიციტის როგორმე დაფარვის მიზნით, ნოემბრის დასაწყისიდან ასევე დაწესდება ელექტროენერგიის […]