ევროპული საბჭო – მოვუწოდებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარებისკენ – რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს

ევროპული საბჭო კვლავ მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ დასკვნაშია აღნიშნული. ევროპული საბჭო ასევე ადასტურებს ევროკავშირის ურყევ ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხისთვის უწყვეტი პოლიტიკური, […]
გაერო-ში ირანის მისია – იაჰია სინვარის სიკვდილი წინააღმდეგობის სულისკვეთებას გააძლიერებს

გაერო-ში ირანის მისია აცხადებს, რომ აქტიურ საომარ ზონაში იაჰია სინვარის დაღუპვის გარემოებები წინააღმდეგობის სულისკვეთებას გააძლიერებს. „როდესაც მუსლიმები ხედავენბრძოლის ველზე მდგარ მოწამე სინვარს – საბრძოლო ჩაცმულობით და ღიად, მტრის პირისპირ და არა სამალავში – წინააღმდეგობის სული გაძლიერდება“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში. „ის გახდება მაგალითი ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც გააგრძელებენ მის გზას პალესტინის განთავისუფლებისკენ. სანამ არსებობს ოკუპაცია […]
ენტონი ბლინკენი საუდის არაბელ და კატარელ კოლეგებს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დასრულების და „ჰამასის“ ხელისუფლებაში არ დარჩენის საკითხებზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბელ და კატარელ კოლეგებს, პრინც ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდისა და მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის, ესაუბრა და ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დასრულების და „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. ”სახელმწიფო მდივანმა განიხილა მიმდინარე სამუშაოები ღაზაში პოსტკონფლიქტური პერიოდისთვის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ „ჰამასი“ არ დარჩეს ხელისუფლებაში და ასევე […]
“2018 წელს ვუთხარი, რომ არიფები არიან…” – გახარია

ქუჩებში გამოკრული “სისხლიანი ბანერების” თემაზე, გიორგი გახარია მთავარ არხთან საუბრობს და ჟურნალისტის კითხვას, – როცა ახლა ამბობს რომ არიფები არიან და იმიტომ იქცევა ასე ქართული ოცნებაო, 2018 წელს თუ უთხრა გუნდს, რომ არიფები არიან რადგან ეს ბანერები გამოაკრეს, ასე პასუხობს: -კი ვუთხარი, პარტიულ ელიტას, პარტიის ხელმძღვანელობას. ჟურნალისტი: – ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა იმ საუბარს, როცა უთხარით […]
“როცა დაგვჭირდება გამოვიყენებთ ერთსაც და მეორესაც” – რაში სურს გამოიყენოს გახარიას ნაცები და რაში – ოცნება?

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, მთავარ არხთან საუბრისას, ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას, მისგან განსხვავებით. ვერ წარმოუდგენია ქვეყნის მართვა არჩევნებში 51 პროცენტის მიღების გარეშე. გადამწყვეტი რას ნიშნავს? ჩვენ შეიძლება პირობითად ავიღოთ 6 პროცენტი… მაგალითად, ზუგდიდის საკრებულოში ერთ მხარეს არიან ნაცები, მეორე მხარეს ოცნება და ჩვენი 7 პროცენტით საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენია.- მარტივია. როცა დაგვჭირდება გამოვიყენებთ […]
კვარაცხელია თუ ნერესი. “არ მესმის, რა უნდა ამ ხალხს ქართველისგან?” – ფედელე ხვიჩას გამოექომაგა

20 ოქტომბერს, სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ემპოლის“ დაუპირისპირდება, რომლის რიგებში იტალიური მედიის მტკიცებით, კვლავ სასტარტოში იქნება საბა გოგლიჩიძე. „რეპუბლიკას“ ცნობით, „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შეიძლება მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზოს და ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად დავიდ ნერესი დააყენოს. საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ორი მძიმე მატჩი ჩაატარა, ბრაზილიელი კი მხოლოდ კლუბის ბაზაზე ვარჯიშობდა […]
ევროპული საბჭო ოცნების მთავრობაზე: ასეთი ქმედებები დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს

17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომის შედეგად, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილეს, წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ამავე დროს, შეშფოთებას გამოხატავს მთავრობის ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭოს დოკუმენტში საუბარია უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთზე, საერთაშორისო წესრიგზე, საგარეო ურთიერთობებზე, მოლდოვაზე, საქართველოსა და სხვა საკითხებზე. “ევროპული საბჭო ადასტურებს მზადყოფნას მხარი […]
“ზუსტად იგივეს გავაკეთებდი ახლაც” – გახარია “გავრილოვის ღამეზე”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შს მინისტრი, გიორგი გახარია, მთავარ არხთან გავრილოვის ღამზე საუბრისას, ამბობს: “მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 20 ივნისს რაც მოხდა, იმ ღონისძიებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, მე ხო არ შეიძლება, რომ პასუხისმგებელი ვიყო იმაზე, რასაც ვინმე სხვა მართავდა, ხო? […] გიორგი გახარია, სხვებისგან განსხვავებით, ვინც იქ უბრალოდ ახლოსაც არ მივიდოდა, […]
ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული , – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში. დოკუმენტში ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ […]
თბილისის მერია ჯგუფ “მგზავრები”-ს მიერ, კონცერტის გაუქმებას ეხმიანება

სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.”- ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს და ეხმიანება ჯგუფ “მგზავრების” მიერ, კონცერტის გაუქმების გადაწყვეტილებას, რომელიც 20 ოქტომბერს, თემქის ახალი პარკის გახსნასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო. “20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ. მსგავსი მასშტაბის პარკი, […]