კობახიძის თქმით, არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკანონმდებლო ინიციატივას დააყენებენ. ამის შესახებ მან განაცხადა ბრიფინგზე, სადაც კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი წარადგინა. “როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები სპორტის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტს და სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება”, – თქვა კობახიძემ. პრემიერმინისტრმა კულტურისა […]

კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა. ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. “მადლობა საქართველოს პრემიერმინისტრს და მთელ გუნდს, ვინც ეს შემოთავაზება გაგვიკეთა. ჩვენ ვისაუბრეთ და გვაქვს ხედვები, ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც სპორტი, ისევე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივივით გამწევი ძალა. ასეთი გუნდისგან და ასეთი ჩემთვის პატივსაცემი პრემიერისგან ნამდვილად […]

ნიკა ელისაშვილი – ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, გაბრიელ სალოსის, ჩერქეზიშვილისა და ჯანელიძის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ – კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა ელისაშვილი მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა და მათ საჭიროებებს გაეცნო. მათივე ცნობით, იმსჯელეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის მშვიდობისა […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალში დავით ქაცარავას კუთვნილი დრონი ჩამოაგდეს, რომელიც სამხედრო ობიექტებს იღებდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ე.წ. აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივი პატრულირებისას გალის რაიონის სოფელ ბგოურაში Mavic 3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, დრონი 16 ოქტომბერს, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა ის მიმდებარე ტერიტორიასა და სამხედრო ობიექტებს იღებდა. „ოპერატიული მონაცემებით დადგინდა, რომ ეს მოწყობილობა ეკუთვნოდა […]

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის. „მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი. ასევე […]

გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე – ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა

ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა, – ამის შესახებ გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე „რუსთავი 2“-თან საუბარში აცხადებს. ეთერ ანწუხელიძე მიიჩნევს, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. „ყველას თავისი აზრი აქვს. სხვის მაგივრად მე როგორ ვთქვა. მე ჩემი აზრი მაქვს, ვფიქრობ, მშვიდობა ყველას უნდა. თუ დაფიქრდებიან მშვიდობა გვირჩევნია, რომ მისცენ ხმა „ოცნებას“. […]

„მზისკარის“ მონაწილე შოთა ლაგაზიძე – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებლამდე მივიდეს“, – აცხადებს პროექტის „მზისკარის“ მონაწილე, შოთა ლაგაზიძე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ლაგაზი“ ოჯახური ღვინის მარანია, რომელიც სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს და ნატურალურ, ქვევრში დაყენებულ ღვინოს აწარმოებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე პროექტის მონაწილე, ოჯახური ღვინის მარნის „ლაგაზის“ წარმომადგენელი შოთა ლაგაზიძე საუბრობს. „ეს […]

გივი მიქანაძე – მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, შეაფასონ პოზიციის სიცრუის ტირაჟირება და NGO-ების პოზიციონირება

მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე – ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის კოალიცია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ […]

კირილ ბუდანოვი – 11 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 1-ელი ნოემბრიდან მზად იქნება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად წვრთნას გადის აღმოსავლეთ რუსეთში და უკვე 1-ელი ნოემბრისთვის ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ჯარები რუსული ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად 1-ელი […]

სახალხო დამცველი – ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით პირადობის მოწმობებს ართმევენ – მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოძიება დაიწყონ

არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ამომრჩევლებისათვის პირადობის მოწმობის მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება. „უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ […]