“ნაპოლის” ზამთარში “არსენალის” მცველის დამატება სურს

“ნაპოლის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “არსენალის” განაპირა მცველის ტაკეჰირო ტომიასუს დამატება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს. გამოცემა ირწმუნება, რომ “მეთოფეები” იაპონელის გაყიდვას სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში დათანხმდებიან. ტომიასუ “არსენალისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა აზიელი ხშირად ტრავმიანობს, რის გამოც ლონდონური კლუბი მზადაა მოთამაშის გაყიდვას დათანხმდეს. ტაკეჰირო “მეთოფეებმა” 2021 წელს, “ბოლონიადან”, 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.

მოკლულია ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში მოკლეს პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება “ჰამასის” ლიდერი იაჰია სინვარი. სინვარის სიკვდილის შესახებ ცნობა მანამდე ისრაელის თავდაცვამაც დაადასტურა. შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში “ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. კაცმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ჰამასის ლიდერის სიკვდილმა შეიძლება შესაძლებელი გახადოს ღაზის სექტორიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლება და […]

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებისთანავე დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და თინათინ რუხაძე კულტურისა მინისტრის პოზიციას დაიკავებს. პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში, […]

“მოგიწოდებთ, დაიწყოთ გამოძიება” – ომბუდსმენი ამომრჩევლებისთვის პირადობების წართმევის ფაქტებზე

გავრცელებულ ინფორმაციებს, რომლის თანახმად, მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, სახალხო დამცველი ეხმაურება და საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება. უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით […]

ვინ შეცვლის თეა წულუკიანს და რა ბედი ელის სამინისტროს არჩევნების შემდეგ? – პრემიერი განცხადება

კულტურის სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს – თეა წულუკიანს თინათინ რუხაძე ცვლის. თინათინ რუხაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ასევე დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმა საზოგადოებას ამცნო, რომ არჩევნების შემდეგ, სამინისტრო გაიყოფა. კობახიძის თქმით, ცალკე იქნება კულტურის სამინისტრო, სპორტის სამინისტრო კი ცალკე. პრემიერმა, ასევე, წარადგინა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს. […]

პრემიერი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამ მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო […]

საქართველო- რუსეთის დამაკავშირებელ გზას 212.5 მლნ ლარად China Railway Tunnel Group Co ააშენებს

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა – გველეთის საავტომობილო გზის მონაკვეთს, ჩინური კომპანია ააშენებს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ, China Railway Tunnel Group Co., LTD-მ მიიღო და ის 30 თვის განმავლობაში 212 548 390 ლარის ღირებულების გზას ააშენებს. ახალი მაგისტრალის ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს […]

„დაასწარით გრიპის ვირუსს!“ – მაღალი რისკის ჯგუფებისთვის სეზონური ვაქცინაცია დაიწყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, დღეს, 18 ოქტომბერს მაღალი რისკის ჯგუფებისთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის სეზონისათვის მზადყოფნის მიზნით, შეძენილია Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდი) წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა INFLUVAC. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანები გრიპს გადაიტანენ გართულებისა და მძიმე მიმდინარეობის გარეშე და ყოველგვარი სპეციფიკური სამედიცინო დახმარების […]

ცნობილია, ვინ შეცვლის თეა წულუკიანს კულტურის სამინისტროში

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ (თიკა) რუხაძე კულტურისა და სპორტის მინისტრად წარადგინეს. ის ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანს შეცვლის, რომელიც არჩევის შემთხვევაში საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებს. ის დღეს, 18 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ წარადგინა. მანვე დააანონსა, რომ “ქართული ოცნება” აპირებს მის მიერვე შეერთებული კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთმანეთისაგან კვლავ განაცალკევეს. გაყოფის შემდეგ სპორტის სამინისტროს კობახიძის თქმით, შალვა გოგოლაძე […]

ელოდებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რადგან შევინარჩუნეთ მშვიდობა და გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.

ელოდებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რადგან შევინარჩუნეთ მშვიდობა და გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ. „ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება არა 7,5%, არამედ, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ კომენტირებისას. მისი თქმით, სწრაფი […]