საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ბექა კვიციანმა პროკურატურაში გამართულ ბროფინგზე განაცხადა. როგორც კვიციანმა განმარტა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით 4 პირია დაკავებული. მისივე თქმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს და 1 მილიონ ევროს დაეუფლნენ. „საქართველოს პროკურატურამ ამერიკის […]

ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს და ემანუელ მაკრონის განცხადებებზე – ეს განცხადებები დროებითია და მისი მიზანია გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე – განცხადებები შეიცვლება და ურთიერთობებიც გადაიტვირთება

ეს განცხადებები არის დროებითი, ამ განცხადებებს მიზანი აქვს, რომ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. აქაც ნულოვანია რესურსია – როგორც კი დასრულდება არჩევნები და უკრაინაში ომი, ეს განცხადებები შეიცვლება და გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას საქართველოს მთავრობის კურსის შესახებ ერთი მხრივ ევროპული […]

შალვა გოგოლაძე – დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ზეიმობს ფეხბურთისა და სპორტის სხვა სახეობაში – ახლო მომავალში დავიწყებთ რეგიონში გასვლას, რომ 4-10 წლის გეგმები დავსახოთ

დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ ერთხელ იზეიმებს იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ზეიმობს ფეხბურთისა და სხვადასხვა სპორტის სახეობაში,- ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომელიც აღნიშნული უწყების გაყოფის შემდეგ სპორტის სამინისტროს უხელმძღვანელებს. ამასთან, როგორც გოგოლაძემ განმარტა, ახლო მომავალში ქართული სპორტის განვითარების 4-10 წლის გეგმებს დასახავს. „მადლობა პრემიერს და გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. […]

ირაკლი კობახიძე – როცა შენ უცხოურ ფულს იღებ, ამ ფულს გავლენა მოჰყვება და ხდები შესაბამისი გავლენის გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში – ამ ფაქტის კონსტატაციას ვერ ექნება ვერავითარი პრობლემური დატვირთვა ვერცერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის

ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] არავის არ ზღუდავს და არცერთი ორგანიზაციის სტიგმატიზაციას არ ახდენს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 100-ზე მეტმა, ბევრად მეტმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კანონი ამ ორგანიზაციებს არანაირ პრობლემებს არ უქმნის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში არასამთავრობო […]

„ნიკორა ტრეიდმა”, თიბისი კაპიტალისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

სს „ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში – 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება. მოზიდული სახსრების ძირითად ნაწილს კომპანია ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის […]

ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე დანიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თინათინ რუხაძე დაასახელა. 2016 წლიდან დღემდე, რუხაძე იყო თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი. პრემიერის თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე იქნება ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და თინათინ რუხაძე კულტურისა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. შალვა გოგოლაძე, რომელიც ახლა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, […]

კობახიძე “მგზავრების” კონცერტის გაუქმებაზეც გლობალური ომის პარტიას ახსენებს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკალურ ჯგუფ “მგზავრების” მიერ კონცერტის გაუქმებაზე საუბრის დროსაც გლობალური ომის პარტიას ახსენებს. კობახიძემ კონცერტის გაუქმება ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ნარატივს, “ლიბერალურ ფაშიზმს” დაუკავშირა. “მე ორი თვის წინ მოვისმინე რობერტ ფიცოს 10-წუთიანი ვიდეომიმართვა მას შემდეგ, რაც პირველად გამოვიდა საავადმყოფოდან თავდასხმის შემდეგ და ის ყვებოდა, როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება სლოვაკეთში. 10-წუთიანი ვიდეომიმართვა ასახავს ზუსტად იმ […]

კომპლექსური პრობლემების გადაჭრა მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე – ირმა ჯავახიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

ინოვაციური სერვისები, საუკეთესო საბანკო გადაწყვეტები, წამებში შესრულებული რთული ოპერაციები – იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს. მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვან როლს მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი ასრულებს, რომელიც მომხმარებელთა ქცევას აანალიზებს და მათ ინტერესებს შეისწავლის. იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მონაცემების დამუშავება და შემდგომ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, საქართველოს ბანკის უფროსი მონაცემთა […]

მთავრობა, არჩევნების შემდეგ, სპორტისა და კულტურის სამინისტროს გაყოფას გეგმავს – კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდება. „არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს გაიყოფა ანუ კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები სპორტის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის […]

“ნორვიჩს” ჯეკ უილშირი გაწვრთნის

“არსენალის” 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ჯეკ უილშირი “ნორვიჩის” ჩაიბარებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ყვითლები” “მეთოფეებს” ინგლისელი სპეციალისტის სანაცვლოდ კომპენსაციას გადაუხდიან. “ნორვიჩი” ჩემპიონშიპში 15 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.