საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზას ჩინური კომპანია ააშენებს

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზას ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია – China Railway Tunnel Group Co LTD ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა bpn.ge ავრცელებს.
Business Press News იტყობინება, რომ პროექტი 212 548 390 ლარის ღირებულებისაა და ის 30 თვის განმავლობაში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+940 (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობას.
ცნობისთვის, რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2024 წლის მარტში გამოაცხადა.
მიმდინარე წელს ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. 1-ლი ტენდერი დეპარტამენტმა გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა. მაშინ შესყიდვაში 5 ჩინური კომპანია მონაწილეობდა. წინადადებების შეფასების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყველა მათგანზე უარყოფი გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია