ვარლამ ლიპარტელიანი ლილოს დასახლებაში მინიფეხბურთში გამართული ტურნირის ფინალს დაესწრო

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მიმდინარე სპორტულ აქტივობებს ესწრება. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამჯერად დელეგატი ლილოს დასახლებაში დაესწრო მინიფეხბურთში გამართული ტურნირის ფინალს. „ტურნირი ლილოს დასახლების მკვიდრი ფეხბურთელის ალექსანდრე ბურნაძის ხსოვნას ეძღვნება და ტრადიციულად დასახლებაში მოქმედ საფეხბურთო გუნდებს შორის ტარდება. ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც […]
მიხეილ ყაველაშვილი – უკრაინის ხელისუფლებამ გარე დაკვეთით მიიღო აქტი, სადაც არასამთავრობოების წარმომადგენლები გათავისუფლებულნი არიან ჯარისგან – მათ ფარი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებამ და იმ გარე ძალამ, რათა ისინი ომში არ წავიდნენ

გული ხომ შეგტკივათ უკრაინაზე, ხომ გამოდიოდით და მოგვიწოდებდით მოხალისეები გაუშვით, ჩვენი ბიჭები იქ იღუპებიან, საქართველოს სისხლი და ხორცი იქ იღუპება და როგორი აღტყინებული ხართ, ახალგაზრდები. უკრაინის ხელისუფლებამ გარე დაკვეთით მიიღო აქტი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გათავისუფლებულნი არიან ჯარისგან და ომისგან. ამას როგორ შეაფასებთ, მაინტერესებს რომელი ახალგაზრდა გამოხვალთ და მისცემთ ამას შეფასებას, რომ უკრაინაში ეს ჯან-ღონით […]
საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკური აქტივობის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკური აქტივობის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის სექტემბრის თვის შედეგები. “ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%- 6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე […]
სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

ქალაქ სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას პროგრამა Hat Trick-ის ფინანსური თანამონაწილეობით განახორციელა. ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ცენტრი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გახსნა. დედაქალაქის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით […]
„ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია“ – გახარია ზურაბიშვილის პრემიერობაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი და გუნდის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობა, არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. გახარიამ ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა. ყოფილ პრემიერს ჰკითხეს, რამდენად განიხილავს ზურაბიშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რაზეც გახარიამ უპასუხა: „ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. […]
ანტონიო კონტე: დილემა კვარაცხელიასა და ნერესს შორისაა – დავიდი თავს ძლიერად მაგრძნობინებს

„ემპოლისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ურუგვაიდან მატიას ოლივეირა მუდამ დაღლილი ბრუნდება, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ათამაშებს თუ არა კვირას, ხვალე გადაწყვეტს, თუმცა მისი შემცვლელი ჰყავს, ისევე როგორც ტრავმირებული სტანისლავ ლობოტკას ნაცვლად შეუძლია სასტარტოში ბილი გილმორი უპრობლემოდ დააყენოს. კონტემ თქვა, რომ ალექს მერეტი გამოჯანმრთელდა, თუმცა არ გარისკავს და კარში „ლეჩესთან“ შეხვედრაში […]
მაროკოს უდაბნოში თითქმის დამშრალი ტბა, ქარიშხლის შემდეგ, ისევ წყლით აივსო

ბოლოდროინდელმა ქარიშხალმა, რომელიც მაროკოს დაატყდა თავს, რამდენიმე ადამიანის დაღუპვა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია. თუმცა, სტიქიის შემდეგ, უდაბნოში ხანგრძლივი გვალვისგან პრაქტიკულად დამშრალი იასმინას ტბა მერზუგაში (მაროკო) კვლავ წყლით აივსო, მიიზიდა გადამფრენი ფრინველები და მოახდინა ახალი მცენარეების ზრდის სტიმულირება. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ტენიანობის მომატებამ ზღვებიდან და ოკეანეებიდან აორთქლების გამო შეიძლება გამოიწვიოს უფრო ხშირი შტორმები რაც შეცვლის […]
მომავალ წელს გვექნება განათლების ფონდი და დაახლოებით ₾7-8 მლნ-ს გამოვყოფთ – თემურ ჭყონია

“მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მომავალ წელს განათლების და სპორტის მიმართულებით სპეციალური ფონდისთვის 7-8 მლნ ლარი გამოიყოფა. ჭყონია ამბობს, რომ წელს მხოლოდ განათლების მიმართულებით 3 მლნ-ზე მეტია დახარჯული. საკითხზე მან BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. „რა არის ინვესტიცია? ეს არ არის მხოლოდ ფინანსური, არამედ ეს არის გონებრივი, კულტურული, ტექნიკური ინვესტიცია. როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენი, […]
ხელისუფლებამ შეადგინა მისთვის საიმედო ხალხის სია, რომელსაც ენგურჰესის მანქანები დილიდან მოემსახურება – ბელქანია

ალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი თამარ ბელქანია: “ხელისუფლება, სავარაუდოდ, როგორც წინა არჩევნებზე ახლაც წალენჯიხა/ ფახულანში, საოკუპაციო გამსვლელ ხაზს ჩაკეტავს. გადმოსვლის შესაძლებლობა კვლავინდებურად მხოლოდ ენგურჰესის ავტობუსებით, ჰესის თანანშრომლებს შეეძლებათ. ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეებს ხმის მიცემა, ოცნების ხელისუფლების წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით ექნებათ. ხელისუფლებამ შეადგინა მისთვის საიმედო ხალხის სია, რომელსაც ენგურჰესის მანქანები დილიდან მოემსახურება. დანარჩენთათვის ფახულანში საოკუპაციო ხაზი 26-ში […]
რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ოთხი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რუსთავში მომხდარი ოთხი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს, რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის […]