ვლადიმერ პუტინი კითხვაზე, წავა თუ არა ბრაზილიაში ჰააგის სასამართლოს მიერ მასზე გაცემული ორდერის გათვალისწინებით – რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ წავა „დიდი ოცეულის” სამიტზე ბრაზილიაში, სადაც ის ჰააგის სასამართლოს ორდერით უნდა დააკავონ. ამის შესახებ პუტინმა BRICS-ის წევრი ქვეყნების ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კითხვაზე, წავა თუ არა ის ბრაზილიაში მასზე გაცემული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გათვალისწინებით, პუტინმა უპასუხა: „რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ამ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?“ „ხომ ყველას […]

„საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება 3 სექტემბერს, თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვმი, ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას. „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე […]

გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის “დინამო” გამორჩეული პროექტია

ბათუმის “დინამოს” ახალმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის “ფეისბუქის” გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: “მოგესალმებით ყველას, რამდენიმე დღის წინ, ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი. შევთანხმდით, რომ ამიერიდან აჭარულ კლუბს ვუხელმძღვანელებ. მადლობა ამ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ჩემთვის დიდი პატივია, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელობა. ვიცი, რა მასშტაბის კლუბია “დინამო” – ჩემპიონ გუნდში მოსვლას მწვრთნელისთვის, […]

2024 წლის ცხრა თვეში ბიზნესს 1.8 მლრდ ლარის დღგ-ის ზედმეტობა დაუბრუნდა

2024 წლის ცხრა თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 1.8 მლრდ ლარი დაუბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება დღგ-ის იმ ნაწილს, რომელიც ბიუჯეტში დარჩა მისი მოცულობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინა ინფორმაციას 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, 2024 წლის რვა თვეში კი დღგ-ის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 4.89 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 9 თვის გეგმის […]

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა. გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. „საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და […]

რუსთავში, “სტამბოლის ბაზარში” მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

საქმე ეხება 2024 წლის 9 თებერვალს, რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობას, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროკურტურის განცხადებით, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ოთხი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთის გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული […]

რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს დაღუპული მებრძოლების ცხედრები

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების მორიგი გაცვლა განახორციელეს. 501 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკრაინაში დაბრუნდა, 89 კი – რუსეთში, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, საპარლამენტო საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელმა, შამსაილ სარალიევმა. სამხედრო ტყვეთა მიმართ მოპყრობის უკრაინულმა საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა ავდეევკის, მარიინკის, ბახმუტის მახლობლად, ბრძოლებში, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის მიმართულებებზე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები, ასევე […]

“რამდენიმე კომპანიამ მოგვმართა” – სემეკმა მრავალბინიან შენობებში ერთიანი გათბობის სისტემებისთვის რეგულაცია მიიღო

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სემეკმა რეგულაციები შეიმუშავა. მარეგულირებლის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებებით, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად – ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, […]

რუსეთის იერიშების ფონზე, უკრაინის ხარკივის ოლქში მოსახლეობა კუპიანსკს ტოვებს – ფოტორეპორტაჟი

ხარკივის ოლქში სოფელი კუპიანსკი, რომელიც კიევმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 6 თვეში რუსეთის ოკუპაციისგან დაიხსნა, კვლავ რუსეთის იერიშების სამიზნეა. კიევი იქიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციას ცდილობს. მშვიდობიანმა მოსახლეობამ კუპიანსკის სამი მიმდებარე დასახლებიდანაც ევაკუაციის ბრძანება მიიღო.

ამერიკაში ადრეულ არჩევნებზე ზოგან უკვე გრძელი რიგებია

შეერთებულ შტატებში ნაადრევი კენჭისყრა სხვადასხვა შტატში განსხვავებულ დროს იწყება. ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საარჩევნო უბნები გაიხსნა სტიქიით დაზარალებულ ჩრდილოეთ კაროლინაში, რომელიც წელს ერთ-ერთ გადამწყვეტ, ე.წ. მერყევ შტატად მიიჩნევა. გახსნისთანავე, ბევრ უბანზე ამომრჩეველთა გრძელი რიგი დადგა. ჩრდილოეთ კაროლინის ბევრ საგრაფოში ქარიშხალ “ჰელენის” შემდეგ, ელექტროენერგია არ აქვთ და ახლახან მომხდარი წყალდიდობების გამო, ზოგან წყლის მიწოდებაც შეფერხებულია. ეს განსაკუთრებით […]