სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა სამტრედიელებს საფეხბურთო კომპლექსის გახსნა მიულოცა. „ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება. ჩვენ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ, გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები გვყავს და დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონზე კიდევ ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. ძალიან […]

თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე მიულოცეს. მათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. მან […]

GITA – ს ორგანიზებით, საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE მიმდინარეობს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით წელს პირველად დაორგანიზდა და ყოველწლიურად ჩატარდება საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში გაზარდოს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროცესების მიმართ ინტერესი და გამოავლინოს წლის საუკეთესო უნივერსიტეტი ამ მიმართულებით. კონკურსის ფარგლებში ყოველ წლიურად შეირჩევა კონკრეტული თემა, რომლის გამოწვევებზეც სტუდენტებმა საკუთარი სტარტაპ იდეები […]

ლას–ვეგასის შემდეგ, მეორე Sphere აბუ–დაბიში აშენდება

მსოფლიოში მეორე სფერო შენობა–ეკრანი, Sphere, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბიში გამოჩნდება. ამის შესახებ Variety იტყობინება. ორიგინალური Sphere – გასართობი მოედანი–სფერო გაიხსნა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს ლას-ვეგასში აშშ-ში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სფერული ნაგებობა, რომლის სიგანეა 157 მ, ხოლო სიმაღლე 112 მ. Sphere-ის მთელ სივრცეში დამონტაჟებული გარე დისპლეების წყალობით, შენობაზე ნებისმიერი გამოსახულების პროექციაა შესაძლებელი. შენობის […]

“ასეთი რამ ჩემი კარიერის მანძილზე არ გამომიცდია” – როთი

“ქართული ოცნების” მიერ გერმანელ პოლიტიკოსებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “პირველებთან” ინტერვიუში, ამბობს: “ქართული ოცნება” იქცა ქართულ კოშმარად, რადგან ამჟამინდელი მთავრობა და მისი ლიდერი ივანიშვილი მუშაობს საქართველოს იზოლაციისთვის. ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან. დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ უნდა გაერთიანდეს, ეს არის პრობლემა და ამიტომაა საქართველოს დეოლიგარქიზაცია […]

რუსული კანონის გაუქმება, პენსიების გაზრდა და ევროკომისიის დათქმების შესრულება – ხაზარაძემ 3 ნაბიჯი დაასახელა

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 კვირის განმავლობაში გადადგამს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ძლიერი საქართველოს” ხელისუფლება პარლამენტთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ რუსული კანონი დაჩქარებული წესით გაუქმდეს. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ძლიერი საქართველოს” ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ასევე დაიწყებს 9-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რათა ევროკომისიის მოთხოვნები […]

„ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ“ – გიორგი ფანგანი

„ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ“ – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა. მისივე თქმით, სემეკის დასრულებული აქვს ძირითადი სამუშაოები, რომელთა ვალდებულებაც აღებული იყო. „სემეკის ძირითადი მიზანია, მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან და ყველა ის დირექტივა, რომელიც სავალდებულოა საქართველოსთვის აღსრულდეს. ჩვენ პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს ძირითადი […]

გათხევადებული აირების იმპორტის 97,6% რუსეთიდან განხორციელდა

გათხევადებული აირების იმპორტის 97,6% რუსეთიდან განხორციელდა, – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის ინფორმაციით, სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,5 ათასი ტონა, ხოლო გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა – 8,76 ათასი ტონა. „2024 წლის სექტემბრის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,5 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის […]

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ. „სს „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას. შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამი თანამშრომლის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ“ […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოთხი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რუსთავში მომხდარი ოთხი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს, რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზარი“-ს ტერიტორიაზე ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო […]