პეტრე ცისკარიშვილი – არის მცდელობა, რომ ამომრჩეველი დააშინონ – მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ, რომ მათი ხმა არის საიდუმლო, დაცულია და ვერავინ ვერაფერს გაიგებს – ნუ შეგეშინდებათ!

არის მცდელობა, რომ ამომრჩეველი დააშინონ: „ჩვენ გვეცოდინება, ვის მიეცით ხმა“ – მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ, რომ მათი ხმა არის საიდუმლო, დაცულია და ვერავინ ვერაფერს გაიგებს ამის შესახებ – ნუ შეგეშინდებათ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ამომრჩევლისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაციას. […]
„გამჭვირვალობის კანონის” სამართლებრივი გზა – კანონი სტრასბურგში გასაჩივრდება

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე. ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ მორიგი სარჩელი თბილისიდან ამჯერად სტრასბურგში 120 სამოქალაქო, 16 მედიაორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაიგზავნება. გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ და მას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიუღწეველი სამართლებრივი შედეგით ხსნიან. „სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო […]
ჰელსინკის კომისია – საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია

საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი. „საქართველოში პოლიტიკური ცვლილება აშშ-ის პოლიტიკას სერიოზულ გამოწვევას უქმნის. საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში […]
ზურაბ ჯაფარიძე – ჰელსინკის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ დასავლეთი ყველაფერს ხედავს, სრული ინფორმაცია აქვს – ახალი არაფერი წერია, რაც აქამდე არ მოგვისმენია – რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს

ეს დასკვნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ დასავლეთი ყველაფერს ხედავს, სრული ინფორმაცია აქვს, ახალი არაფერი წერია, რაც აქამდე არ მოგვისმენია, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე ჰელსინკის კომისიის დასკვნას. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, „რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს“. „დასავლეთში, არც ამერიკაში და არც ევროკავშირის შიგნით, აღარ დარჩა უკვე ინსტიტუტი და პოლიტიკური ლიდერი, […]
პეტრე ცისკარიშვილი – იმდენად დააზიანეს ურთიერთობები და იმდენად ჩამოიხსნეს ნიღაბი, რომ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენა წარმოუდგენელია – ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა

ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა და კიდევ ერთი დასტური იმ ადამიანებისთვის, რომელთა შეცდომაში შეყვანასაც ცდილობს კობახიძე და „ქართული ოცნების” ხელისუფლება – იმდენად დააზიანეს ურთიერთობები და იმდენად ჩამოიხსნეს ნიღაბი, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა [პარტნიორებთან] წარმოუდგენელია,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული […]
ლევან სანიკიძე – მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, 20 ოქტომბერს, გავაგონოთ ჩვენი ხმა როგორც ივანიშვილს, ასევე ერთმანეთს, რომ ბევრნი ვართ და არ დავიღლებით

მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, 20 ოქტომბერს, გავაგონოთ ჩვენი ხმა როგორც ივანიშვილს, ასევე ერთმანეთს, რომ ბევრნი ვართ და არ დავიღლებით,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ მარშთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ტარდება რეფერენდუმის ტოლფასი ისტორიული არჩევნები. „26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება ისტორიული არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი, რომლითაც მთელი მსოფლიო […]
რუსთავში კიდევ ერთი შიდა საუბნო სკვერი გაიხსნა

მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავს კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე შეემატა. რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მე-7 მიკრორაიონში, N12 და N15 კორპუსების მიმდებარედ, ახალი მულტიფუნქციური სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. „ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დაასრულა რუსთავის მერიის გუნდმა. აქ სკვერის მშენებლობა, პირველივე დღიდან მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. სწორედ […]
მანჩესტერ იუნაიტედი ორ მწვრთნელს დაუკავშირდა

დიდი შანსია, “მანჩესტერ იუნაიტედი” ერიკ ტენ ჰაგმა დატოვოს. Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკას ინფორმაციით, ინგლისელები ედინ ტერზიჩს დაუკავშირდნენ, ხოლო ფლორიან პლატენბურგის ცნობით, “ეშმაკებმა” რუბენ ამორიმუს თაობაზე “სპორტინგს” მიმართეს. ჩრდილოინგლისურ კლუბში ნიდერლანდელი ტენ ჰაგის მუშაობით უკმაყოფილოები არიან, რაც პრემიერლიგის ცხრილში გუნდის მე-14 პოზიციაზე ყოფნის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის. ბრიტანელთა შორტლისტში “დორტმუნდის” დამრიგებელი ედინ ტერზიჩი და ლისაბონის “სპორტინგის” […]
აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს

აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინის დახმარების საკითხი და ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს, – ამის შესახებ განცხადებას გერმანიის მთავრობა ავრცელებს. „ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი დაგმეს, განიხილეს მათი გეგმები უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, […]
ქუთაისის 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია 12 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისში 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე. „მინისტრი პედაგოგებსაც შეხვდა და მათ ახალ გარემოში წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების […]