წარმოების გაზრდის მიზნით, კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ დედოფლისწყაროში ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ზეთისხილის ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა კომპანიის „ქართული ზეთისხილი“ ხელმძღვანელ გიორგი სვანიძესთან ერთად ჩაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 3000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა ზეთისხილის […]

ხათუნა ბურკაძე – 26 ოქტომბერი ჩვენი ევროპული მომავლის განმსაზღვრელია, რაც ძალაუფლების გაზიარებასა და კოალიციურ მმართველობას მოითხოვს

შესავალი ჩვენი ქვეყანა არაერთგზის აღმოჩნდა საფრთხეებისა თუ გამოწვევების წინაშე პირისპირ. საქართველოს ისტორია ხომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მრავალ ეპიზოდს მოიცავს. ჩვენ, ქართველები მუდამ ვიბრძოდით ჩვენი ტერიტორიების, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და რასაკვირველია, თავისუფლების დასაცავად. სხვადასხვა ძალისხმევის შედეგად ვცდილობდით საერთაშორისო არენაზე ღირსეული, კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას. ასევე, ისტორიულად მივისწრაფოდით ევროპისკენ. თუმცა ისტორიის უკუღმართობამ და მტერმა ევროპას ჩამოგვაშორა და ტოტალიტარული […]

რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულებმა და კიდევ 4 გუნდმა გამოთქვა

პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთის ნაკრები სრულ იზოლაციაში მოექცა და გუნდის ხელმძღვანელობას ძლიერი მეტოქის პოვნა უჭირს. 2022 წლის მარტიდან მოყოლებული რუსები ისეთ მეტოქეებს შეხვდნენ, როგორებიც უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ვიეტნამი, კატარი, კამერუნი არიან. უკვე რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულების გუნდმაც გამოთქვა. რუსებთან თამაშის წინააღმდეგი აგრეთვე არ არიან ცენტრალური აფრიკის, ერაყის, კენიისა და ბელარუსის ნაკრები […]

იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება

იტალიაში ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სასამართლო პროცესი უკვე დასკვნით ნაწილშია. მატეო სალვინის ბრალი წაუყენეს იმისათვის, რომ 2019 წელს უარი განაცხადა ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის Open Arms-ის მიერ ზღვაში გადარჩენილი 147 მიგრანტის ლამპედუზაში მიღებაზე. მატეო სალვინი არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს თავისი ქვეყნის დასაცავად გააკეთა. საბოლოო ვერდიქტამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა […]

„პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ ბაიდენმა არ იცის, რომ ცოცხალია“ – დონალდ ტრამპი

პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ ბაიდენმა არ იცის, რომ ცოცხალია, – ამის შესახებ დონალდ ტრამპა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის განცხადებით, ჯო ბაიდენს “იყენებენ, როგორც ბუტაფორიას”. მისივე თქმით, არჩევნებზე მისი კონკურენტი დემოკრატებიდან კამალა ჰარისი უფრო საშიშია, რადგან ის, “არსებითად, მარქსისტია, ისევე, როგორც მისი მამა”. დონალდ ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია საზღვრის კონტროლის მხრივ ხარვეზების გამო. […]

თეონა აქუბარდია – 27-მა სახელმწიფომ, მათ შორის, უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ კარი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჯახუნა – ოპოზიციაში გადავიდნენ, გაუშვან ეს ქვეყანა და ხალხი ევროკავშირში, სადაც გველოდებიან

27-მა სახელმწიფომ, მათ შორის, უნგრეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ კარი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჯახუნა – ამ პასუხისმგებლობას როდესაც ვერ ხედავს „ოცნება“, როდესაც აგრძელებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, რამდენად შეუძლიათ მათ რამის კეთება, გარდა იმისა, რომ ოპოზიციაში გადავიდნენ და გაუშვან ეს ქვეყანა და ხალხი ევროკავშირში, სადაც გველოდებიან,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ დასავლელი პარტნიორების […]

“ნაპოლის” ფანებს კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძალიან უჭირდათ – ნახეთ, რა ხდება ახლა მაკტომინეის შემთხვევაში [VIDEO]

“ნაპოლის” ფანებს ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ახალი გვარის წარმოთქმაზე მორიგი თავსატეხი გაუჩნდათ. “პარტენოპეის” გულშემატკივრებს CalcioNapoli 24-ის ჟურნალისტმა სთხოვა სკოტ მაკტომინეის გვარი წარმოეთქვათ, რამაც არც თუ ისე კარგი შედეგი მოიტანა. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი “ნაპოლიში” ამ ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მიმდინარე სერია A-ში ჩატარებულ 4 შეხვედრაში თავი 1 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი […]

კარასინმა პაველ ჰერჩინსკი ქართველების დაშინებასა და შანტაჟში დაადანაშაულა

რუსი სენატორის გრიგორი კარასინი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ქართველების დაშინებასა და შანტაჟში ადანაშაულებს. კარასინი თავის ტელეგრამ არხზე ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. “თბილისში აბობოქრდა ვინმე ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პოლონეთის მოქალაქე. […] ითქვა, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ, არც 2030 წელს, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდება. აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი ითქვა საპარლამენტო […]

“ოცნება” ღიად ანტიდასავლურია და რუსეთთან უფრო და უფრო მეგობრული ხდება – ჰელსინკის კომისია

საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი. „საქართველოში პოლიტიკური ცვლილება აშშ-ის პოლიტიკას სერიოზულ გამოწვევას უქმნის. საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში […]

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების თაობაზე“ მემორანდუმს ხელი მოაწერა

2024 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების თაობაზე“ მემორანდუმს ხელი მოაწერა. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტს ამ ეტაპზე შეუერთდა სამი პოლიტიკური სუბიექტი – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“. მემორანდუმი პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული […]