სახელმწიფოს დახმარებით ზეთისხილის მილიონი ხე დაირგო – ზეთისა და მარინადის საწარმოში 250-მდე სამუშაო ადგილი გაჩნდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ზეთისხილის ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა კომპანიის „ქართული ზეთისხილი“ ხელმძღვანელ გიორგი სვანიძესთან ერთად ჩაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 3000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა ზეთისხილის […]

თბილისში დაკარგული შუახნის კაცი იპოვეს

თბილისში დაკარგული შუახნის კაცი იპოვეს. როგორც სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები წერენ ის სახლშია და კარგადაა. “მეგობრებო, ძალა ნამდვილად ერთობაშია!!! მადლობა ყველას დახმარებისთვის. მამა სახლშია, კარგადაა. მადლობაა უფალს და მადლობა ყველას,” – წერია სოციალურ ქსელში.

რუსთავში, პარკირების გამო, მეზობლებმა ერთმანეთს სცემეს

რუსთავში პარკირების გამო კაცს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რუსთავის მე-17 მკრ-ში მოხდა. მათი თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის საპარკინგე ადგილის გამო დაიწყო, რაც, მოგვიანებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

გრიგორი კარასინი – საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი გაშმაგდა – მსგავსი რამის მოთმენა ქართული სიამაყისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი თბილისში გაშმაგდა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს. „საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გაშმაგდა. თავისი უხეშობით და პირდაპირობით გამაოცა. ითქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ იქნება, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება. […]

ანა დოლიძე – ქუთაისი უნდა გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც მოხდება ტვირთების განთავსება, გადაფუთვა, გადაზიდვა – ეს არის აუთვისებელი ალმასი

ჩვენ გვაქვს იდეა, რომ შუა დერეფანს განვახორციელებთ და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში თავის ადგილს მივანიჭებთ ქუთაისის მეშვეობით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც მოხდება ტვირთების განთავსება, გადაფუთვა, გადაზიდვა. „იმის შემდეგ, რაც გაჩერდა ტვირთების ბრუნვა რუსეთის მეშვეობით, საქართველომ განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა, რასაც […]

უკრაინამ 95 მებრძოლი რუსეთის ტყვეობიდან დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული 95 მებრძოლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მათ გათავისუფლებასა და ძებნაში იყო ჩართული. „ჩვენი 95 ადამიანი სახლში დაბრუნდა. მეომრები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლსა და „აზოვსტალის“, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა იხსნის თავის ხალხს რუსული ტყვეობიდან, ჩვენ უფრო ვუახლოვდებით […]

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელიც რუსთავში 4 პირის მკვლელობაში იყო ბრალდებული

რუსთავის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელსაც 2024 წლის 9 თებერვალს რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ოთხი ადამიანის მკვლელობას ედავებოდნენ. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან […]

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7157 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9457 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9516 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდი – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების […]

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კანადურ სტენდზე ნათო ყიფიანის რომანის “მოგონებების ტყე” წარადგინეს

17 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კანადურ სტენდზე ქართველი ავტორის, ნათო ყიფიანის რომანის “მოგონებების ტყე” წარადგინეს. „მოგონებების ტყე“ ნათო ყიფიანის ინგლისურად დაწერილი სადებიუტო რომანია. ეს არის ამბავი განშორებაზე, სინდისის ქენჯნაზე და ხელახლა შეხვედრაზე. ავტორი ბრწყინვალედ და ნათლად გვიხატავს მთავარი გმირის, დილანის თუ გენჯის ემოციურ ბრძოლას საკუთარ თავთან. ნათო ყიფიანის რომანი მწერალთა სახლის დაფინანსებით კანადურმა გამომცემლობა BookLand […]