რუსეთის პრეზიდენტმა “ბრიქსის” ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა

მოსკოვში გამართულ ბიზნეს ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ბრიქსის“ ქვეყნების მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ქვეყნების ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი ახლა 60 ტრილიონ დოლარზე მეტია და დაამატა ისიც, რომ ეს მაჩვენებელი G7-ის ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება. თავდაპირველად, „ბრიქსის“ ქვეყნები მოიცავდა ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას, თუმცა წელს გაფართოების შემდეგ, მათ […]
კვარაცხელია თუ ნერეში ძირითადში – კონტემ “ემპოლისთან” მატჩისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

იტალიური Sky Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრისთვის, სადაც “ნაპოლი” გასვლაზე “ემპოლის” დაუპირისპირდება, შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. იტალიელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავიდ ნერეშის სათადარიგოთა სკამზე დასმა უჭირს, რის გამოც მასსა და კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა. იტალიელმა საბოლოოდ, მაინც ქართველი ამჯობინა და ძირითად შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძის გუნდის წინააღმდეგ სწორედ ის იქნება. […]
ჰელსინკის კომისია – საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა

საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და მმართველი „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი. „სამივე ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უნიკალური შესაძლებლობებისა და გამოწვევების აღიარებით, აშშ-ს შეუძლია მნიშვნელოვანი […]
ნათია მეზვრიშვილი – „ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ – ვანის პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პროკურატურას მივმართეთ

„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ეს ადამიანები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, „ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს. „ოცნების“ რეგიონული […]
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია: ქვეყანაში ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი შეიქნმება

ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ ორ ოპოზიციურ კოალიციასთან (კოალიცია ცვლილებებისთვის და ძლიერი საქართველო) ერთად, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი შეიქმნება. როგორც ცნობილია, ის ოთხი პრიორიტეტული ამოცანით დაარსდება: ლუსტრაცია, საბჭოთა პერიოდის არქივების ღია უზრუნველყოფა, მეხსიერების ადგილების დაცვა და საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის წარმართვა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში ამბობენ, რომ ინსტიტუტი სამოქალაქო […]
წინასაარჩევნოდ ბიზნესში ორგვარი მოლოდინი დომინირებს – პროგნოზები 2025 წლისთვის

წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესში რაიმე დაძაბულობა არ იკვეთება. მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და არჩევნებამდე არსებული სიტუაცია მშვიდია. ამიტომ კერძო სექტორი განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა არის გარკვეული მიზანმიმართული შეფასებებიც. არჩევნებამდე ერთი კვირაღა რჩება. პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიუხედავად, ეკონომიკასა და ბიზნესში არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება. ამიტომ კერძო სექტორის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს. მთავარია, […]
„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე: · რესპუბლიკის მოედანი · გმირთა მოედანი · 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) · მარჯანიშვილის მოედანი · ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა) ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება. აქცია-კონცერტში მონაწილეობას […]
ჰელსინკის კომისია – საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება

საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი. „სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შედის, თავისი ისტორიის გარდამტეხ მომენტშია, შესაძლებლობისა და საფრთხის ზღვარზეა. სამხრეთ კავკასია ამჟამად ღრმა პოლიტიკურ და […]
თეონა აქუბარდია – პრეზიდენტის პრეროგატივაა, რას იზამს ის არჩევნებამდე – დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნება – საქართველოს ევროკავშირში ელოდებიან

პრეზიდენტის პრეროგატივაა, რას იზამს ის არჩევნებამდე. მე დარწმუნებული ვარ,რომ პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნება ახლაც და მომავალშიც იმიტომ, რომ საქმე ძალიან ბევრი და საქართველოს ელოდებიან ევროკავშირში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც როდესაც ისაუბრა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესაძლო დასახელებაზე. რაც შეეხება პრემიერ მინისტრობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის […]
იგორ ნარმანია – 20 ოქტომბერს, ისტორიულ დღეს უნდა გვქონდეს ისტორიული შეკრება ხუთ ლოკაციაზე – გავაგონოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა!

20 ოქტომბერს, ისტორიულ დღეს უნდა გვქონდეს ისტორიული შეკრება ხუთ ლოკაციაზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, რათა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა უთხრან, რომ არცერთი მათგანი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის მზად არიან. […]