ხავი შესაძლოა, სამუშაოდ კატარში დაბრუნდეს

Al Raya-ს ცნობით, ხავი შესაძლოა, სამუშაოდ კატარში დაბრუნდეს და ადგილობრივი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. კატარელებს ამჟამად ბართლომე მარკესი ავარჯიშებთ, მაგრამ მისი შედეგები არ მოსწონთ და “ბარსელონას” ყოფილ თავკაცს სამუშაო შესთავაზეს, ესპანელის პასუხი კი ჯერჯერობით უცნობია. კატარის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში მე-4 ადგილზე 4 ქულით იმყოფება და 1-2 ადგილებზე მყოფ ირანსა და […]

Euronews: „საქართველოსთვის სტუმარმასპინძლობა სიყვარულით გაჯერებული შრომაა“

2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას პირველად უმასპინძლა. გლობალური მნიშვნელობის ღონისძიების ფარგლებში, საქართველო გავლენიანი ევროპული მაუწყებლობის, „Euronews”-ის ობიექტივში მოექცა. საქართველოს ეწვივნენ სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან: „Forbes“, “Bloomberg”, “Euronews”, “Conde nast traveler”. ჟურნალისტები ღონისძიების გაშუქების პარალელურად, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნენ. „Euronews“-ის ჟურნალისტი ლოტი ლიმბი საქართველოში მიღებულ უახლეს გამოცდილებას უზიარებს მკითხველს. ავტორი […]

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ლაბორატორიის სერვისები და კვლევები გააცნო

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობით, BAG-ის წევრებისთვის ლაბორატორიაში საინფორმაციო ტური გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საინფორმაციო ტურის მსვლელობისას ასოციაციის წევრი კომპანიების ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ლაბორატორიის საქმიანობას, რომელიც მოიცავს 500-მდე კვლევას სურსათის უვნებლობის, აგრარული და ვეტერინარული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია მომსახურებას სთავაზობს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და […]

დიმიტრი პესკოვი – მოლდოვაში მაია სანდუს იდეოლოგიას ბევრი ადამიანი არ ემხრობა

ბევრი არ არის მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს იდეოლოგიის მომხრე, ეს ფაქტი ყურადღებას იპყრობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტირებისას განაცხადა. მისი მტკიცებით, მოლდოვაში ოპოზიციურ ძალებს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა ჩამოერთვათ. „ასეთი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტის […]

თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ ტრანსგენდერ ქალს

20 ოქტომბრის ღამეს, თბილისში თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს, 32 წლის ნატა ტალიკიშვილს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას კაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი აგურის ნატეხი ჩაარტყა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა პოლიციამ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო […]

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ლაბორატორიის სერვისები და კვლევები გააცნო

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, BAG-ის წევრებისთვის ლაბორატორიაში საინფორმაციო ტური გამართა. საინფორმაციო ტურის მსვლელობისას ასოციაციის წევრი კომპანიების ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ლაბორატორიის საქმიანობას, რომელიც მოიცავს 500-მდე კვლევას სურსათის უვნებლობის, აგრარული და ვეტერინარული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია მომსახურებას სთავაზობს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და ფერმერებს, ასევე ფიზიკურ პირებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო […]

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე ასევე გაეცნენ სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა […]

Acıbadem-ი: მრავალპროფილური მიდგომა ძუძუს კიბოს მკურნალობაში

თურქეთში, ქ. სტამბულში მდებარე ძუძუს კიბოს მრავალპროფილური მკურნალობის ცენტრი გთავაზობთ კიბოს მკურნალობისათვის აუცილებელ ყველა პროცედურას, პროფესიონალურ ზრუნვასა და ამაზე გაცილებით მეტს, პაციენტის კიბოსგან სრულად გამოჯანმრთელებამდე მთელი პროცესის განმავლობაში. ”კიბოს 200-ზე მეტი ტიპი არსებობს, რომელიც რამდენიმე ძირითად ჯგუფადაა დაყოფილი. სიმსივნის ფორმირებას უჯრედების უკონტროლო ზრდა განაპირობებს. ზოგ შემთხვევაში სიმსივნური უჯრედები პირველადი ლოკაციიდან სხეულის სხვა ადგილებშიც (მაგალითად, ღვიძლზე, […]

თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. 2024 წლის 20 ოქტომბერს პარკის საზეიმო გახსნის ღონისძიებას თბილისის მერმა კახა კალაძემ უხელმძღვანელა. სარეკრეაციო სივრცე მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლებაში. ხეობა მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ და მოიცავს 25 ჰექტარ ტერიტორიას. პარკს სივრცის მასშტაბურობიდან გამომდინარე აქვს ორი ცენტრალური შესასვლელი. ზღვის უბნის პარკის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, ჩატარდა გამწვანების […]

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობა, დაშავებულია 7 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს ცენტრზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაზიანდა დიდი რაოდენობით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედოროვის თქმით, თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. დაზიანდა საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებლები, ერთსართულიანი და მრავალსართულიანი შენობები, მსუბუქი […]