დაზიანებული სახლები და მეწყერი სოფლებში – სამეგრელოს ნაწილი სტიქიამ დააზარალა

ოთხდღიანმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილს, მეტწილად კი ფოთს, ჩხოროწყუსა და ზუგდიდს, პრობლემები შეუქმნა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ფოთი, სადაც დღეს, 21 ოქტომბერს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი ამ დაწესებულებების ეზოების და მისასვლელი გზების დატბორვაა. როგორც მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, სასწავლო პროცესი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე აღდგება. 21 ოქტომბრის დილის მონაცემებით, […]

საპარლამენტო არჩევნებისთვის NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დღეს, 21 ოქტომბერს, დაიწყო. NDI-ს დელეგაცია შედგება 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები შეუერთდებიან ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან: · ტომ მალინოვსკი, […]

რუსულმა FSB-იმ 2017-2020 წლებში საგარეო და ფინანსთა სამინისტროები, ცესკო და სებ-ი დაჰაკა – Bloomberg

Bloomberg-ი რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ფართომასშტაბიანი შეტევები, ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მსხვილი კომპანიების წინააღმდეგ რუსული FSB-სთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფების მიერ იყო განხორციელებული. Bloomberg-ის თანახმად, კიბერშეტევები ფინანსთა სამინისტროს, ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ძირითადი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერების წინააღმდეგ მიმდინარეობდა. შეტევები ასევე მოიცავდა საქართველოს ელექტროენერგიის მიმწოდებლებს, ნავთობტერმინალებსა და […]

იშოპინგე კრიპტოზე – შეიძინე კრიპტო პირდაპირ საბანკო ბარათით

იშოპინგე კრიპტოზე – სასურველს აქტივებს პირდაპირ საბანკო ბარათით იყიდი კრიპტოაქტივებთან, იგივე კრიპტოსთან ურთიერთობა, მათი ყიდვა, გაყიდვა და შენახვა შეიძლება ბევრი ადამიანისთვის სირთულეს უკავშირდებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრადიციულ საფინანსო და კრიპტო სამყაროებს შორის კავშირი ჯერ კიდევ შორია. თუმცა, ბოლო რამოდენიმე წელია, ინდუსტრია იმაზე გამარტივებულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მომხმარებლებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ გამოცდილების გარეშე შეიძინონ მათთვის სასურველი […]

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუსა და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნებიდან ოქმების 98,51%-ის დამუშავების შემდეგ, არჩევნებში მოლდოვას მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 42,07%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო, ხმების 26,27%-ით.

კრემლში „წინააღმდეგობრივი“ უწოდეს ცნობებს რუსეთში ჩრდილოკორეელ სამხედროთა ყოფნის შესახებ

კრემლში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, რომ რუსეთში იმყოფებიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებიან. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს დღეს, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, არიან თუ არა ჩრდილოეთ კორეის არმიის ჯარისკაცები რუსეთში და იგემება თუ არა მათი მონაწილეობა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”, როგორც ამას რუსეთი უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს. პესკოვმა უპასუხა, […]

მთაწმინდის პარკში ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა, სადაც 50 ღვინის მწარმოებლის პროდუქცია წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან იყო. ფესტივალისადმი დიდ ინტერესზე როგორც მონაწილე მარნების, ისე სტუმრების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა მიუთითებს. ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა. […]

„მოიცალონ სტომატოლოგებისთვის, რადგან კბილის ტკივილი ყოველთვის ძალიან მწარეა“ – სტომატოლოგები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მოლოდინში

სტომატოლოგები თვეზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროსგან არსებულ კითხვებზე პასუხებს ელოდებიან. ექიმების გაურკვეველი მდგომარეობა მთავრობის 432-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვასა და ტრენინგებზე დასწრების ვალდებულებას აკისრებს. დადგენილების თანახმად 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგებს ვალდებულება უჩნდებათ, რომ შესაბამის აკრედიტებულ ტრენინგებზე დასწრებით წელიწადში მინიმუმ 20 უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) ქულა დააგროვონ. ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა […]

ქალაქ ვანის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის მშენებლობა იწყება – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის 80 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქ ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, აშენდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ სანიაღვრე სისტემებსაც. შესაბამის დოკუმენტს ხელი ქ. ვანის მერიაში მოეწერა. წყალმომარაგების მიმართულებით დაგეგმილია 42კმ წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ორი ჭაბურღილის მშენებლობა და არსებული […]

მეზვრიშვილი ლაზერის მიმნათებლებზე: იგივე ხალხია, ვინც 9 ოქტომბერს ჩვენს გუნდს დაესხა თავს

პარტია გახარია – საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ისინი, ვინც პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის დროს ლაზერს ანათებდნენ, იგივე ხალხია, რომლებიც მათი გუნდის წევრებს 9 ოქტომბერს თავს დაესხნენ. მეზვრიშვილის თქმით, მათი გუნდის წევრებზე თავდასხმის საქმეზე რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. “გუშინ პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება ოცნების დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს […]