ირაკლი ქადაგიშვილი – დარწმუნებული ვარ, მომავალი მოწვევის პარლამენტში ის უმრავლესობა გვექნება, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს

დარწმუნებული ვარ, მომავალი მოწვევის პარლამენტში ის უმრავლესობა გვექნება, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაშვილის იმპიჩმენტით გადაყენების თაობაზე უმრავლესობის საკონსტიტუციო სარჩელი განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას პერმანენტულად უხეშად არღვევს. ქადაგიშვილის თქმით, „არ შეიძლება, კონსტიტუციის უხეში დარღვევა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს“. „პირველ […]

ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.6 მილიონი ლარით დაფინანსდა. „დასრულებული სპორტული კომპლექსი ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ახალ […]

მანჩინის საუდის არაბეთის ნაკრებიდან უშვებენ, მაგრამ დიდ კომპენსაციას მიიღებს

calcioefinanza-ს ინფორმაციით, რობერტო მანჩინის უახლოეს დღეებში საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გაათავისუფლებენ, ამის მიზეზი კი გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია. აზიაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობს. საუდის არაბეთმა 10 ოქტომბერს გასვლაზე იაპონიასთან 0:2 წააგო, შემდეგ კი სახლში ბაჰრეინთან ნულოვანი ფრე ითამაშა, რის შემდეგაც მხოლოდ 5 ქულა აგვს მოგროვილი და მესამე ადგილს იკავებს. ამას […]

სმარტფონების გლობალური მიწოდება მესამე კვარტალში 4%-ით გაიზარდა

სმარტფონების გლობალური მიწოდება მესამე კვარტალში 4%-ით გაიზარდა და 316,1 მილიონი ერთეული შეადგინა – წინასწარ მონაცემებს International Data Corporation (IDC) აქვეყნებს. მაჩვენებელი გაიზარდა ზედიზედ მეხუთე კვარტალში. „ჩინელი მომწოდებლების გაყიდვების ძლიერი ზრდის გამო, როგორიცაა vivo, OPPO, Xiaomi, Lenovo და Huawei, სმარტფონების ბაზარი ავლენს გამძლეობას გლობალური ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად“, – თქვა უილ ვონგმა, IDC-ის კვლევის უფროსმა მენეჯერმა. „მიუხედავად […]

კარი ღიაა და ღია დარჩება, მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში – ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები

საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, ფასეულობებისა და ღირსებისათვის ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუპაციის შემდეგ, მეზობელი იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და – რაც მნიშვნელოვანია – ევროპული მომავლის გზის დასაწყისი. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პრო-ევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის […]

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ლაბორატორიის სერვისები და კვლევები გააცნო

საერთაშორისო ანალიტიკურმა ლაბორატორიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, BAG-ის წევრებისთვის ლაბორატორიაში საინფორმაციო ტური გამართა. საინფორმაციო ტურის მსვლელობისას ასოციაციის წევრი კომპანიების ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ლაბორატორიის საქმიანობას, რომელიც მოიცავს 500-მდე კვლევას სურსათის უვნებლობის, აგრარული და ვეტერინარული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია მომსახურებას სთავაზობს როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და ფერმერებს, ასევე ფიზიკურ პირებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო […]

აჭარა – შავი ზღვის მარგალიტი

საქართველო უძველესი ტრადიციებისა და უნიკალური კულტურის ქვეყანაა, მაგრამ მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მარგალიტს აჭარა წარმოადგენს – რეგიონი, სადაც მთისა და ზღვის ჰარმონია შთამბეჭდავ კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, დაუვიწყარი მოგზაურობის გარანტიას გვაძლევს. ზღვისპირა კურორტი ბათუმი – ეს არის ქალაქი, რომელიც შავი ზღვის ნამდვილი მარგალიტია, მდებარეობს მის დასავლეთ ნაწილში. აქ თანამედროვე არქიტექტურული შედევრები ჰარმონიულად ერწყმის ძველ უბნებს. 8 […]

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე

სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის ჯარების დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო შეტევა დილით განხორციელდა ქალაქ ზაპოროჟიეს ცენტრზე, სადაც დაზიანებული ან ნაწილობრივ დანგრეულია 30-ზე მეტი სახლი და საერთო საცხოვრებლის და საბავშვო ბაღის შენობები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ზაპოროჟიეში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. […]

EU-ს 13 ქვეყნის მინისტრი ქართველებს მიმართავს

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ქვეყნის ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა. ევროპელი მინისტრების განცხადებით, ახლა არჩევანი ქართველებზეა და საქართველოს მომავალი მათ […]

თაბორზე სასტუმრო კომპლექსი ახალ წელს გაიხსნება – ინვესტიცია 175 მლნ დოლარია

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე ასევე გაეცნენ სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა […]