პრემიერ-მინისტრი პაველ ჰერჩინსკიზე – როცა უცხოელი დიპლომატი არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას აკეთებს, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა – ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

როდესაც უცხოელი დიპლომატი არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას აკეთებს, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა – ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას. კობახიძის თქმით, ელჩის შეფასება არაობიექტურია. „ეს შეფასება არ არის ობიექტური და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. როდესაც ასეთი […]

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი შესთავაზა, რაც საზოგადოებას ძალიან დაეხმარება 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი შესთავაზა, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას აბსოლუტურად ყველაფერი განუმარტა. „იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენ თემას შეეხებოდა, რომ […]

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვას – მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპარტიო თავმჯდომარესა და ამერიკის ელჩს შორის გამართული შეხვედრა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, ძალიან პროდუქტიული იქნება. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილსა და რობინ დანიგანს შორის შეხვედრა არჩევნების დასრულების შემდეგ, ძალიან მალე გაიმართება. „თქვენ იცით, რომ ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან. […]

ირაკლი კობახიძე – უპრეცედენტო საარჩევნო გარემო გვაქვს, როგორიც წინა წლების განმავლობაში არ გვქონია – თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების, რომლებზეც ხანდახან ოპოზიცია თუ ცალკეული „ენჯეოები“ საუბრობენ

ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო – ასეთი მშვიდი გარემო წინა წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონია – თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების, რომლებზეც ხანდახან ოპოზიცია თუ ცალკეული „ენჯეოები“ საუბრობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აბსოლუტურად სამართლიანი და კონკურენტული იქნება. „სინამდვილეში არიან ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას […]

სალომე ზურაბიშვილმა აუდიენცია მამუკა ხაზარაძესა და თინა ბოკუჩავასთანაც გამართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასაც შეხვდა. პრეზიდენტმა კოალიციების ლიდერები ცალ-ცალკე მიიღო. მათ მედიასთან შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ხაზარაძემ და ბოკუჩავამ ორბელიანების სასახლე უკვე დატოვეს. მანამდე, პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაც იმყოფებოდა. როგორც გვარამიამ […]

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაიფარება

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხის გამოყოფას, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიფაროს. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებას მხარი 518 პარლამენტარმა დაუჭირა, 56 წინააღმდეგი წავიდა, 61-მა კი თავი შეიკავა. „პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მაკროფინანსურ დახმარებას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის მიზნით. ეს სესხი არის ევროკავშირის წილი „დიდი […]

მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას

მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას მართლმადიდებელი ეკლესია, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას”- ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს. “დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, […]

საპატრიარქო სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს, „არჩევნების პერიოდში, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ“

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს, „არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ“. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს უმთავრესი მიზანი ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა, მეორე მხრივ კი ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობის შენარჩუნებაა. […]

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მობილური აპლიკაცია MyGPI განაახლა. 100 000-ზე მეტ დაზღვეულს უკვე შეუძლია დაზღვევის ყველა სერვისი ონლაინ, უსწრაფესად მიიღოს. მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნების მიხედვით სრულად შეიცვალა აპლიკაციის დიზაინი და რამდენიმე ახალი ფუნქციონალი დაემატა. განახლებული აპლიკაცია დაზღვევის სერვისებით სარგებლობას კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და კომფორტულს ხდის. განახლებული აპლიკაცია თავისი დახვეწილი და თანამედროვე ვიზუალით თქვენს ყურადღებას პირველივე წამიდან […]

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის პროცესში, პირველ ეტაპზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება

დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. მისივე ინფორმაციით, პორტის პირველი ფაზის […]