ანაკლიაში, პორტთან ერთად, თავისუფალი ეკონომიკური ზონაც შეიქმნება – ლევან დავითაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. მშენებლობის დაწყების სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის პირველი ვიცე-პრემიერი. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ადგილზე შეიქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა. „პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 600 000 კონტეინერს. პირველ ეტაპზე, ჩვენ ავითვისებთ დაახლოებით 85 ჰა ტერიტორიას. საბოლოოდ, 9 ფაზის დასრულების […]
ირაკლი კობახიძე – ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გზავნილი კონკრეტული ადამიანისგან, ამაზე მეტს ვერ გეტყვით – ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისა და განადგურებისგან

ზოგადად, ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან – ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე [უკრაინის] ომი დაიწყებოდა – ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისგან და განადგურებისგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. მისი თქმით, ამ […]
პრემიერი – გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა

გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – ის გარე დავალებების საფუძველზე, უმძიმეს დანაშაულებს ჩადიოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ერთმანეთს შეგნებულად უპირისპირებდა სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს. „პრინციპში, ხელის გულზე დევს მისი ძირითადი დანაშაულები. კიდევ ერთხელ შემიძლია […]
ისანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, ისნის რაიონში, კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, 37 წლის თემურ აივაზიანი და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი ერთმანეთს იცნობდნენ. მომხდარს კი ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი უძღოდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, აივაზიანი იტალიაში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ადგილობრივების თქმითვე, ის კლდიაშვილის […]
ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამეგრელოსთვის

აქედან, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში არის ოკუპირებული ტერიტორია აფხაზეთი, ჩვენი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან არის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პროექტის (ანაკლიის პორტის) განხორციელება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ადამიანებს, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა და რა პოტენციალი ექნება ჩვენს ქვეყანას გაერთიანების შემდეგ, – […]
პრემიერი – ზურაბიშვილი აბსოლუტურად უინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში – ჩვენ მას ტექნიკურად გადავაყენებთ დაახლოებით, ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან

ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხავს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ტექნიკური მთავრობის შესახებ კონსულტაციებს მართავს. კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის ქმედებები მათთვის საინტერესო არაა. „სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ […]
ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი არის იდეოლოგიური ხაზი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვისაა დამახასიათებელი – დაამტკიცეს, რომ მათთვის ფასეული არ არის არც სპორტი, არც სპორტსმენი და მათი გულშემატკივრობაც ყალბია

მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, ქართველი სპორტსმენი, არაფერი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული – მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი – თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა. მისივე თქმით, 26 […]
აშშ-ის 50 კონგრესმენი ფინანსთა და საგარეო უწყებებს მიმართავს, ჯერ კიდევ რატომ თანამშრომლობს რუსეთთან ამერიკული სანავთობო კომპანია

აშშ-ის კონგრესის 50-ზე მეტმა წევრმა დაწერა წერილი, რომელშიც მოითხოვენ სანქციების გამკაცრებას რუსეთის სანავთობო მრეწველობისთვის და ეჭვქვეშ აყენებენ აშშ-ის სანავთობო კომპანია Schlumberger-ისთვის (SLB) დაშვებულ გამონაკლისს, გააგრძელოს საქმიანობა რუსეთში. კონგრესის წევრების, ლოიდ დოგეტის (დემოკრატი ტეხასიდან) და ჯეიკ ოკინკლოსის (დემოკრატი მასაჩუსეტსიდან) თანახმად, მათ 50 სხვა კონგრესმენთან ერთად 21 ოქტომბერს გააგზავნეს წერილი, რომელშიც წაიკითხავთ, რომ გამონაკლისი Schlumberger-ს „პუტინის თანამოსაქმედ“ […]
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ. მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ს პრეზიდენტი დენ თვაინინგი. 28 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება ქვეყანაში ივლისიდან მყოფ 20 გრძელვადიან დამკვირვებელს. ამით გაუმჯობესდება მისიის საარჩევნო პროცესის მონიტორინგის და შეფასების შესაძლებლობები. მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან […]
საშემოსავლო და მოგების გადასახადების დაწევა და დღგ-ს გაუქმება – რამდენად რეალურია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ დაპირებები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა წლებთან შედარებით მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. პოლიტიკური პარტიები მხარდამჭერების მოსაზიდად მსუყე დაპირებებს გასცემენ. თითქმის ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამა იწყება სხვადასხვა გადასახადების შემცირების ან სრულად გაუქმების დაპირებებით. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რამდენად რეალისტურია პოლიტიკური პარტიების დაპირებები. „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“-ს ერთ-ერთი მთავარი დაპირება ბიზნესის ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით კოალიცია საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე […]