საპატრიარქო – ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას და საზოგადოებაში ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქო სასულიერო პირებს თხოვნით მიმართავს, „თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ […]

ირაკლი კობახიძე – სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დავასახელეთ, იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ პორტის ოპერირების დაწყებას

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, […]

,, რაც მან (გახარიამ) ჩაიდინა, ნებისმიერი გაგებით, ღალატია” – იაგო ხვიჩია

ივანიშვილის განცხადებას გახარიას შესახებ ეხმაურება გირჩის ლიდერი, იგო ხვიჩია: ,,ჩემი შინაგანი განწყობაა, რომ გახარია ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებს, მაგრამ თუ არ მოქმედებდა, რასაკვირველია, რაც მან ჩაიდინა, ნებისმიერი გაგებით, ღალატია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „მელიას დაკავებას ჯერ თავად ითხოვდა და ამაში ხალხს არწმუნებდა, შემდეგ კი, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ამ არგუმენტით წავიდა. გუნდმა […]

,, თუ არ გამოხვალ და არ იტყვი, მაშინ მტყუნის დედაზე დავიგინოთ” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

ჟურნალისტი ნიჯო ჯანგირაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს: ,,ირაკლი ღარიბაშვილი, გამოდი და თქვი რომელი ქვეყნის ლიდერმა გითხრა ომში უნდა ჩაერთოთო. თუ არ გამოხვალ და არ იტყვი, მაშინ მტყუნის დედაზე დავიგინოთ, სხვა რა გზაა.“

“კვარაცხელიამ კონტე ვერ დაარწმუნა” – “ლეჩესთან” ხვიჩა სათადარიგო იქნება?

იტალიურ მედიაში “ნაპოლისთან” ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტსა და მის დავიდ ნერეშთან კონკურენციაზე სტატიები არ წყდება. ერთ-ერთი გამოცემა Corriere Del Mezzogiorno წერს, რომ მიუხედავად სერია A-ს ბოლო ტურში გატანილი გოლისა, გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე მისგან უფრო მეტს მოელის. “ემპოლისთან” შეხვედრის წინ “პარტენოპეის” მესაჭე ამბობდა, რომ დილემა სწორედ ის ქონდა, ძირითადში ხვიჩა დაეყენებინა თუ დავიდ ნერეში, მან […]

პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ზურაბიშვილთან უკვე იმყოფებოდა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია, ცოტა ხნის წინ კი სასახლეში ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე მივიდა. გვარამიას შეხვედრის შემდეგ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ქართული ქარტიის ერთგული რჩება. “ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა. რაზეც არ უნდა […]

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარი იქნება – პრემიერი

დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. მისივე განცხადებით, პორტის პირველი […]

ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. თბილისის დროით 11:00 საათისთვის საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნციის ფასმა 2 735 დოლარს გადააჭარბა. Bloomberg-ის შეფასებით, ოქროს ფასი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციისა და აშშ-ში სულ უფრო დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე იზრდება. Commonwealth Bank of Australia-ს ანალიტიკოსი, ვივეკ დჰარი პროგნოზირებს, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში ოქროს ფიუჩერსები უნციაზე, საშუალოდ, 3 000 დოლარამდე გაიზრდება. […]

TI-საქართველო: „დემოკრატიის მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესებულია“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, დემოკრატიის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოდ არის გაუარესებული. TI-საქართველომ 2020-2024 წლებში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მიმოიხილავს უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას – ანტიკორუფციული გარემოს, სასამართლო სისტემის, საპარლამენტო ზედამხედველობისა და მედიაგარემოს მიმართულებებით. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად ანტიკორუფციული ბიუროს შექმნისა, ის ვერ […]

მამუკა მდინარაძე – პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ „ფეიკ“ თემად უნდათ რომ აქციონ – არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა! არავის მისცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენს არჩევანში!

როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ „ფეიკ“ თემად უნდათ რომ აქციონ – ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განმარტებით, მათ თუნდაც მცირედით კანონის ჩარჩოებიდან გადახვევა საერთოდ არაფერში სჭირდებათ. „როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა […]