ბიძინა ივანიშვილი – მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, შეუძლებელი შევძელით და პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით

2012 წლის 1 ოქტომბრის, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობით, თავისუფლება დავიბრუნეთ და საფუძველი ჩავუყარეთ სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის თბილისში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება […]
ნიდერლანდების უნივერსიტეტებში ინგლისური ენა შეიზღუდება

ნიდერლანდების უნივერსიტეტებში ინგლისური ენა შეიზღუდება ნიდერლანდების განათლების მინისტრი უნივერსიტეტებში ინგლისური ენის შეზღუდვის ინიციატივით გამოდს, რომ ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების ნაკადი შემცირდეს. კერძოდ, განათლების, კულტურისა და მეცნიერების მინისტრ ეპო ბრუინსმა წერილობით მიმართა ქვეყნის პარლამენტს, რომელშიც სურვილი გამოთქვა, უმაღლეს სასწავლებელ სისტემაში ჰოლანდიური მთავარი ენა გახდეს. მინისტრის არგუმენტით, ბოლო წლებში ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შედინება იზრდება, რამაც ნიდერლანდელებისთვის საცხოვრებელი და […]
თბილისში გაიმართა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ღონისძიება

23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პარტიის მხარდამჭერების აქცია, 19:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა – იგი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შვილის, ბერა ივანიშვილის სიმღერით და სიტყვით გამოსვლით დასრულდა. “მინდა გითხრათ, რომ მაშინაც [2012 წელს] დღესაც, მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები, თუმცა თუ შეიძლება […]
გახარია: “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს, 23 ოქტომბერს მათი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ იგი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. ყოფილი პრემიერის განცხადებაში წერია, რომ თავდამსხმელები მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ იყვნენ ორგანიზებული. “რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი. თუ […]
„შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდული რიცხვი, 682 739 ადამიანი შეადგინა, რაც მოსახლეობის 18.5 %-ს შეადგენს“ – DRC

დემოკრატიის კვლევის ცენტრი წინასაარჩევნო გარემოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის დღიდან აკვირდება. ცენტრის ინფორმაციით, „საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: „ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო პროცესი წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა. არჩევნების დანიშვნის დღის შემდეგ მიღებული რამდენიმე საკანონმდებლო აქტის შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი მიღების მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვება იყო. 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საარსებო დახმარება […]
„ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 4 წელიწადში, საქართველოს ეკონომიკა 130 მილიარდ ლარს მიაღწევს“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ არასწორი აზრი, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც ევროკავშირში მიგვიღებენ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „მოგესალმებით […]
საბა მახარაძე ჩეხეთში იმსაჯებს

ახალგაზრდა ქართველი მსაჯი საბა მახარაძე საერთაშორისო რაგბიში მორიგ ნაბიჯებს დგამს. 23 წლის რეფერი რაგბი ევროპამ 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე მიიწვია, რომელსაც 16-იდან 24 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს. მახარაძეს საერთაშორისო თამაშებზე აქამდეც არაერთხელ უმუშავია. ის ქართული სამსაჯო ბრიგადების შემადგენლობაში კიდის მსაჯი იყო რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და სუპერთასის შეხვედრებში, თუმცა მოედნის მსაჯი ჯერ არ ყოფილა. […]
“კატეგორიულად არ ვეთანხმები პრემიერის წინსწრებით წამოყენებას – მაშინ არჩევნები რა შუაშია?” – თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ, პრემიერობის კანდიდარის შესაძლო წარდგენაზე საუბრისას, ამბობს: ჩემთვის წარმოუდგენელია, მაშინ არჩევნები რა შუაშია, თუ პრეზიდენტმა წინსწრებით წარმოგვიდგინა პრემიერი. კატეგორიულად არ ვეთანხმები პრემიერის წინასწარ წამოყენებას, ჯერ რა ლეგიტიმაციით აპირებს ამის გაკეთებას პრეზიდენტი, არ ვიცი, მეორე, – აღმოჩნდა რომ პარტიები არ ეთანხმებიან, ძალიან უხერხული მგონია ეს ამომრჩეველთან – აბა, რატომ ვატარებთ […]
“მოკლეს… ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენეს და გულის შეტევით გარდაიცვალა”– ელისაშვილი ალექსანდრე თურაზაშვილზე

კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილის მამა და პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენელი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წარმომადგენელმა, თეონა ჯაფარიძემ მას “სატელეფონო საუბრისას ენით აღუწერელი” შეურაცხყოფა მიაყენა. “გარდაიცვალა, მოკლეს პირდაპირ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ალექსანდრე თურაზაშვილი. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, დაიწყოს […]
ბიძინა ივანიშვილი – 2003 წლიდან, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი – ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ყოველდღიურობა იყო

სანამ კონკრეტულ მონაცემებზე, ციფრებსა და საერთაშორისო რეიტინგებზე ვისაუბრებთ, ვახსენოთ ისიც, რაც შესაძლოა, ახალმა თაობამ არ იცოდეს, ან აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში, მიტაცებული იყო სახელმწიფო, მიმდინარეობდა ოპონენტების დევნა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. „2003 […]