ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ – “ოცამდე პირი იყო”

პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიაჩაიშვილს თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში თავს 20-მდე პირი დაესხა. “მას 20-მდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა. ბიძინა ივანიშვილის მუქარის მერე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მის მიერ არის ორგანიზებული და რა თქმა უნდა ლევან გოჩაიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება” – ამბობენ პარტიის პრესსამსახურში.

ჰელსინკის კომისია – უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა

უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარების ნიშნად ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI Act წარადგინა, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. მაშინ როდესაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საბოლოო […]

ირაკლი ღარიბაშვილი – როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა

ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო“-ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა […]

„ედისონ რისერჩი“ – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 34% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 18%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 14%, „გახარია საქართველოსთვის – 11%, „ძლიერი საქართველო“ – 10%

ამერიკულმა ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა“ ტვ „ფორმულას” დაკვეთით მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. „ფორმულას“ ინფორმაციით, გამოკითხვა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და საზოგადოებრივი აზრი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 34% ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, […]

მამუკა მდინარაძე – ვიბრძვით არა ცალ ფეხზე მდგომი, არამედ ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ქვეყნისა და ასეთივე ქრისტიანული, ტრადიციული ევროპისათვის და არა ისეთი ევროპისათვის საიდანაც გვეუბნებიან, რომ მათი მითითებით ვიმოქმედოთ

ჩვენ ვიბრძვით არა ცალ ფეხზე მდგომი, არამედ ტრადიციული, ქართული, ეროვნული, ქრისტიანული ქვეყნისა და ასეთივე ქრისტიანული, ტრადიციული ევროპისათვის და არა ისეთი ევროპისათვის საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათი მითითებით უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, მდინარაძე ამომრჩევლებს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და „ქართული […]

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მთელი საქართველოდან, ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია

თბილისში ყველაზე უკეთ იგრძნობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გულისცემა და დიდწილად სწორედ თბილისი განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. ასე იყო წარსულშიც და ასეა ახლაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში განაცხადა. მან გაიხსენა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პირველი დღეები და აღნიშნა, რომ არათუ საპროტესტო აქციის გამართვას, არამედ, რამდენიმე ათეული კაციც […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი – ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს

ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი. ჩვენ ვირჩევთ პატრიოტების, პროფესიონალების, სახელიანი თუ უსახელო მამულიშვილების საქართველოს, თავდადებული, ალალი ქართველის სამშობლოს,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში სიტყვით გამოსვლისას. როგორ მან აღნიშნა, – ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს; მათი სახელი ლეგიონია, […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დასრულდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება მმართველმა პარტიამ თბილისში გამართა, მანამდე, მათ რეგიონებში ჰქონდათ გასვლითი ღონისძიებები. დღევანდელი ღონისძიება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ასევე მიმართეს: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ და „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი […]

„დიდი შვიდეული“ უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს გადასცემს

„დიდი შვიდეული“ უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს გადასცემს, აშშ-ის წვლილი 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში მოადგილემ, დალიპ სინგჰმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავლიდან გადაეცემა, რისი მეშვეობითაც “უკრაინა მისთვის საჭირო დახმარებას მიიღებს, [აშშ-ის] გადასახადების გადამხდელების დატვირთვის გარეშე”. […]

„გორბის“ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა, „ნაციონალური მოძრაობა” – 15,4%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა. კერძოდ, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 60,2%; „ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებულ პარტიებთან ერთად – 15,4% გვარამია, მელია, ხოშტარია, […]