პარტია „გახარია საქართველოსთვის” ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილს თავს 20-მდე პირი დაესხა

„გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილი გადაყვანილია განყოფილებაში და მათთვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ბიძინა ივანიშვილი – თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩაგაბაროთ და ფაქტების დონეზე კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის წინსვლა, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს, შეფასება კი 26 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან თქვენთვის მომინდია

დღეს, ჩვენი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩაგაბაროთ და ფაქტების დონეზე კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის წინსვლა, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს. შეფასება კი 26 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან თქვენთვის მომინდია, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თბილისში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ივანიშვილმა აღნიშნა, […]

ბიძინა ივანიშვილი – თბილისი კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა, თბილისის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც ძალიან დიდია

მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში შეკრებილ მოსახლეობას. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისი, უკვე საუკუნეებია, რაც არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ, რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და […]

სალივანი: კვლავ შეშფოთებული ვართ დემოკრატიული ტრაექტორიისა და საარჩევნო პროცესის გამო

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიისა და საარჩევნო პროცესის გამო. Globalnew.ge-ს კითხვას – “როგორია თქვენი ხედვა ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე და ასევე, ამავე კონტექსტში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ? 3 […]

“გაგაცნობთ უახლეს მონაცემებს… ნურაფრის შეგეშინდებათ! პირადად გაძლევთ პირობას…” – ივანიშვილის სიტყვა “ოცნების” დასკვნით ღონისძიებაზე

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში: მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს! უკვე საუკუნეებია, თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთის წერტილი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის პოლიტიკური, […]

„გორბის“ კვლევის მიხედვით, მხოლოდ 3 პარტია გადალახავს ბარიერს – დეტალები

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან, შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 60,2% „ნაციონალური მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 15,4% გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანება – 9.0% ხაზარაძის გაერთიანებას – 3.3 % გიორგი გახარია […]

“მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვები” – ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და თქვა: „გუშინდელი დღესავით მახსოვს, 16 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი. მინდა გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები. თუმცა, თუ შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე მე თვითონაც მამა ვარ […]

MEGOBARI აქტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად წარმოადგინეს – ჰელსინკის კომისია

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია პლატფორმა “X”-ზე წერს, რომ ორპარტიული კანონპროექტი – MEGOBARI აქტი ჰელსინკის კომისრებმა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად წარმადგინეს. “Friend” ქართულად მეგობარს ნიშნავს. მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარებით, ჰელსინკის კომისრებმა წარმოადგინეს MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად”, – წერს კომისია. […]

თბილისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა. “მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! -თქვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღონისძიებაზე […]

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

2012 წელთან შედარებით, არნახული ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით – მთელი საქართველოს მასშტაბით, შენდება უმაღლესი სტანდარტის, 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალები! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოუპოვა ხელშესახები შედეგები ევროპასთან დაახლოების კუთხით, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის […]