მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის და განას, ჯამში 7 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებული პირები ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ. „დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ […]

იუდეველები „სიმხათ თორას“ დღესასწაულობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუდეველებს „სიმხათ თორას“ ულოცავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 24-25 ოქტომბერს ებრაელები „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას” აღნიშნავენ. „სიმხათ თორა“- თორით გამოწვეული სიხარული, თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა. ისრაელში იგი შმინიაცერეთს – სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ყველა იუდეველს, წარმატებებსა და კეთილდღეობას […]

ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ანკარის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ გაიზარდა დაშავებულების რაოდენობაც – კლინიკაში სულ 22 ადამიანია გადაყვანილი. ტერაქტი თურქეთში გუშინ, Turkish Aerospace Industries საწარმოში მოხდა – ხსენებული კომპანია სამხედრო ტექნიკას, ასევე თვითმფრინავებს აწარმოებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ტერაქტის უკან ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები დგანან. ოფიციალური […]

საქართველოს ნაკრებმა 23 -წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე 23 -წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა. სოსო ჯაბიძის შეგირდებმა თითო ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს! ჩემპიონი 72კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძე გახდა. ქართველმა მოჭიდავემ წლეულს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ოქროს დუბლი შეასრულა. დიეგო ჩხიკვაძე(67კგ) ვერცხლს დაეუფლა. ქართველმა 5-დან 4 შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო თუმცა ფინალი […]

ზაზა ფირალიშვილი – დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. – ბატონო ზაზა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღაა დარჩენილი. ოპოზიციური სპექტრის უმეტესი ნაწილი ამტკიცებს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე გასაკეთებელია არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის. პრაქტიკულად იმავეს გვეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. მმართველი გუნდის მტკიცებით კი სწორედ […]

პოპულარული ანტიბიოტიკი და მისი მოქმედება – აუგმენტინის მიღებამდე ეს უნდა ვიცოდეთ

აუგმენტინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელსაც ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ იყენებენ. სწორედ იმიტომ, რომ მისი მოქმედებისა და სამკურნალო თვისებების შესახებ ცოტა რამ ყველას სმენია, ხშირია თვითმკურნალობის შემთხვევებიც. არადა, ეს ანტიბიოტიკების ჯგუფის პრეპარატია, რომლის თვითნებურად მიღებაც დაუშვებელია. როცა საქმე ისეთ ძლიერ მედიკამენტს ეხება, როგორიც აუგმენტინია, მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო გვერდითი მოვლენები, კარგად გავეცნოთ უკუჩვენებებს […]

ავსტრიამ და გერმანიამ, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში ყოფნასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეის ელჩები დაიბარეს

ჩრდილოეთ კორეის ელჩი, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში ყოფნის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, ელჩი რუსეთში ჩრდილოეთ კორეის იარაღისა და ჯარების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „სერიოზული შეშფოთების გამოსახატავად“ დაიბარეს. „უკრაინის წინააღმდეგ ომის ეს სამხედრო მხარდაჭერა არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძირს […]

სი ძინპინი – ჩინეთი განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან, როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო და რეგიონული ვითარება

პეკინი, საერთაშორისო სიტუაციის მიუხედავად, განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ყაზანში BRICS-ის სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრისას განაცხადა. „როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო და რეგიონული ვითარება, ჩინეთი განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან“, – აღნიშნა სი ძინპინმა. მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს ირანს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და […]

არჩილ თალაკვაძე: 60% არის „ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა და ახლა მთავარია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე

მმართველ გუნდში „გორბის“ ბოლო კვლევის შედეგებს აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „60% არის რეალური მხარდაჭერა და ახლა მთავარია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე და ნახევარი საათი დაუთმოს თავისი ქვეყნის მომავალს. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია აიღოს მშვიდობიან, განვითარებულ ევროპულ მომავალზე პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს მოქალაქეებთან ერთად“, – განაცხადა […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ოქტომბერს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი, აღმოსავლეთში უმეტესად უნალექოდ. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალ […]