შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგმა წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს, კანონის უზენაესობის რეიტინგმა კი საბოლოოდ გააშიშვლა დეზინფორმაციის ის მასშტაბი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მომართული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონის უზენაესობის ახალ, 2024 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ორი დღის წინ სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს, ამ რეიტინგმა კი საბოლოოდ გააშიშვლა დეზინფორმაციის ის მასშტაბი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის […]

ოცნებას დიდი გამოცდილება აქვს დაპირებების არ შესრულების, შესაბამისად არც ახლა მგონია, რაიმე კონკრეტული გეგმა ჰქონდეთ – ეკონომისტების შეფასებები

,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში უმუშევრობის 4%-მდე შემცირებას ჰპირდება. მიზნის მისაღწევად პარტია 200 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რამდენად რეალურია უმუშევრობის დონის შემცირება ამ ნიშნულამდე. კითხვით ეკონომისტებს მივმართეთ. სოსო ბერიკაშვილის განცხადებით, 4 %-მდე უმუშევრობის დაწევა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, უახლოესი 4 წლის განმავლობაში წარმოუდგენელია. ,,ევროპისთვის ეგ ნორმალური მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენთვის […]

„ეკონომიკა უკვე არის 90 მილიარდი ლარი და ჩვენი პროგრამის მიხედვით, აუცილებლად ავალთ 130 მილიარდ ლარამდე“ – ირაკლი კობახიძე

ეკონომიკა უკვე არის 90 მილიარდი ლარი და ჩვენი პროგრამის მიხედვით, აუცილებლად ავალთ 130 მილიარდ ლარამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. რაც შეეხება სიღარიბეს, მთავრობის მეთაურის თქმით, 4%-იან მაჩვენებელზე ჩამოვა აღნიშნული მაჩვენებელი და 150 000-ს ჩამოსცდება იმ ადამიანების რაოდენობა 4 წელიწადში, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა. „რაც შეეხება გეგმებს – […]

როგორ დაიწყო ბიომეღვინეობა რაჭაში — გაიცანით „ღვინუკას“ დამფუძნებელი და ინდ. მეწარმე ზუკა მაისაშვილი

საუკუნოვანი ოჯახური ტრადიციის აღდგენასა და რაჭაში უნიკალური ღვინის წარმოებაზე ფიქრი ზუკა მაისაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. ასე გაჩნდა “ღვინუკას” შექმნის იდეა, რომელიც ღვინოებს დღეს უკვე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის აწარმოებს. ამასთანავე, “ღვინუკა” პირველი ბიომეღვინეობაა რაჭაში, რომელიც რეგიონში ბიო ღვინოს აწარმოებს და ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს. “ღვინუკას” ისტორიას უფრო დეტალურად ბრენდის დამფუძნებელი, ზუკა […]

ენმ-ის წარმომადგენლებს პლაკატების გაკვრის დროს რამდენიმე პირი თავს დაესხა

ოზურგეთში ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს რამდენიმე პირი თავს დაესხა. ოპოზიციონერებს პლაკატების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გაერთიანებაში ამბობენ, რომ თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი ჭიდაობის გურიის ფედერაციის პრეზიდენტი გუგა ცინცაძეა. ოპოზიციის წარმომადგენლებზე მორიგი თავდასხმა გურიაში გვიან ღამით მოხდა.

ნონიაშვილი: ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება, მიაქვთ ლეპტოპები

ფედერალისტების წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც ნონიაშვილი Facebook-ზე წერს, სახლიდან კომპიტერული ტექნიკა მიაქვთ. “ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფო [გელავა]”, – აღნიშნავს ნონიაშვილი.

ევროკავშირმა 2025 წელს ბალტიის ზღვაში ორაგულზე თევზაობის კვოტა 36%-ით შეამცირა

ევროკავშირის საბჭო რეგულარულად ადგენს თევზაობის ლიმიტებს ევროკავშირის წყლებში, რათა თავიდან აიცილოს თევზის მარაგის ამოწურვა. ზღვის კვლევის საერთაშორისო საბჭოს (ICES) მეცნიერებთან ერთად შემუშავებული ახალი კვოტების მიხედვით, ორაგულის დაჭერა ბალტიის ზღვის მთავარ აუზში 2025 წელს 36%-ით შემცირდება. გარდა ამისა, სამოყვარულო თევზაობა ახლა ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთ თევზს დაუშვებს. rbc

„კერძო სექტორში დასაქმების რაოდენობის კლება უკავშირდება იმ საშინელ მოვლენას, რაც არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს“- აკაკი ცომაია

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დასაქმებულთა მაჩვენებლების საკუთრების ფორმების ანალიზი აჩვენებს, რომ რომ ბოლო 10 წელში დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესება უმეტესწილად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ზრდით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში (კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები) დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილია 12%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი შემცირებულია 9%-ით. ასევე, აღსანიშნავია, რომ […]

26 ოქტომბრის არჩევნების გამო, აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი უკვე ჩაკეტა

აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდის გამშვები პუნქტი 23 ოქტომბერს ჩაკეტა, რითაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობა წაერთვათ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის ოფიციალური მიზეზი სოხუმის განცხადებით, სწორედ მოახლოებული საპარალამენტო არჩევნებია საქართველოში. ენგურის გამშვები პუნქტის გახსნა, ოფიციალური ცნობითვე, 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი. შესაბამისად, გალის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 23 ოქტომბრამდე გადმოვიდა საქართველოს კონტროლირებად […]

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 40 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 40 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 50 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 40 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავისა და ჩერნიგოვის ოლქებში ჩამოაგდეს. „7 რუსული დრონი გაუჩინარდა, 1 უკრაინის საჰაერო სივრცეშია, […]