რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 24 ოქტომბერს

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 24 ოქტომბერს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7157; 1 ევრო – 2.9273; 1 ფუნტი – 3.5225; 1 ლირა კი 0.0793 ლარი ეღირება.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის ჩაკეტვასთან ერთად საპოლიციო კონტროლსაც აძლიერებს

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვეტილება მიიღო ე.წ საზღვარზე არსებული ვითარება დამატებით საპოლიციო ძალების მეშვეობით გააკონტროლოს. ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, “პრეზიდენტისგან” მიღებული დავალებით, ოკუპირებულ გალის რაიონში გარკვეულ ძალებს შეიყვანენ “მესაზღვრეების სამუშაოს გასაძლიერებლად”. ლოლუას სიტყვებით, მსგავსი პრაქტიკისთვის მანამდეც მიუმართავთ და ე.წ. საზღვარი ჩაუკეტავთ დანარჩენ საქართველოსთან, “რიგი […]

ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცე ისევ დაირღვა

ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცეში ისევ აღმოჩნდნენ უცხო ობიექტები, რომელთა გამოც შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქალაქ ბორშასთან მდებარე ავიაბაზიდან გაგზავნა ორი თვითმფრინავი F-16. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, საღამოს რადიოლოკაციურმა სადგურებმა ტულჩის რაიონში ორჯერ დააფიქსირეს საჰაერო ობიექტი. სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, F-16-ებს საჰაერო სამიზნეებთან ვიზუალური კონტაქტი […]

“კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა” – Politico ოლიგარქ ივანიშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

“კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა” – ამ სათაურით გამოცემა Politico ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს რომ “საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე თავის ქვეყანას რუსეთისკენ ხრის”. როგორც გამოცემა წერს, 26 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს, ამიტომ ივანიშვილი მიიჩნევა ძალად, რომელიც საქართველოს ევროპული ორბიტიდან აშორებს, რათა რუსეთი დააკმაყოფილოს. […]

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა იყო. ასევე, სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში იარაღის საწყობები აღმოაჩინეს. ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელის იერიშების შედეგად სამი ლიბანელი სამხედრო დაიღუპა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებიც ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს და ტერორიზმში ეჭვმიტანილი 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

“ახლა ბიზნესმენებს მართლა სჭირდება გამხნევება და გავამხნევებ…” – ინტერვიუ გიორგი გახარიასთან

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარიას სჯერა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ბიზნესი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს და ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. „ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის, რომ პოლიტიკური იზოლაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, აუცილებლად გაგრძელდება ეკონომიკური იზოლაციით“, – განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, […]

24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, […]

„მაკდონალდსმა“ ვაჟა-ფშაველაზე სახელმწიფო ქონება საწყის ფასზე 4-ჯერ ძვირად, 6.8 მლნ ლარად იყიდა

„მაკდონალდსმა“ ვაჟა-ფშაველაზე სახელმწიფო ქონება საწყის ფასზე 4-ჯერ ძვირად, 6.8 მლნ ლარად იყიდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფართის ახალი მეპატრონე შპს „თ და კ რესტორნებია“, რომელიც საქართველოში „მაკდონალდსის“ ქსელის რესტორნების მფლობელია. ობიექტის საწყისი ფასი 1 615 000 ლარი იყო. ქონების შესაძენად 13 მსურველი იბრძოდა, რომლებმაც დიდი […]

„ენერგო-პრო ჯორჯია“ 26 ოქტომბერს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ყველა მუნიციპალიტეტში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე მობილიზებული იქნება ტექნიკაც, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კამპანიას. ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება კომპანიის მთავარ დისპეტჩერთანაც. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა […]

Politico – ნატო-ს რამდენიმე წევრი უკრაინის ალიანსში მიწვევის წინააღმდეგია

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრობლემას აწყდება გამარჯვების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას – ალიანსის ზოგიერთ ძირითად წევრს არ სურს ეს მოხდეს, – ამის შესახებ Politico წერს. გამოცემა ამერიკელ და ნატო-ს ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გერმანია და აშშ არიან ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომლებიც აჭიანურებენ ზელენსკის მოწოდებას ნატო-ში გაწევრიანების დაუყოვნებლივ მიწვევის შესახებ. […]