პრემიერი – საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომდევნო წლებში იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა პროგნოზირებული – ქვეყნის ეკონომიკა 2028 წლისთვის 130 მლრდ-ს გადააჭარბებს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომდევნო წლებში იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს არის წლევანდელი განახლებული და ასევე საშუალოვადიანი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიან […]

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება – მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება უფასოდ შეეძლებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ სრულიად უფასოდ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ დრომდე აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი მიწის ნაკვეთი. „მიწის სისტემური რეგისტრაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა. მადლობა იუსტიციის სამინისტროს ძალიან […]

ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა წელს 390 მილიონ ლარს მიაღწია – პრემიერი

წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა რეკორდული, უპრეცედენტო შედეგები, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, წელს გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის, 320 000 ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. „მოსავალი ღვინის საწარმოებს 21 3000-ზე […]

რომელი ევროპული უნივერსიტეტები აკეთებენ ყველაზე მეტ საპატენტო განაცხადს?

ევროპის საპატენტო ობსერვატორიის (EPO) ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ საპატენტო განაცხადები კონტინენტზე კონცენტრირებულია მხოლოდ რამდენიმე ადგილზე. 2000-2020 წლებში ევროპის საპატენტო ოფისში შეტანილი პირდაპირი და არაპირდაპირი საპატენტო განაცხადების ნახევარი – მთლიანობაში 100 000-ზე მეტი – ევროპული უნივერსიტეტების მხოლოდ 5%-ზე მოდის. ყველაზე აქტიური იყო გრენობლის უნივერსიტეტი საფრანგეთში, 3348 განაცხადით, მას მოჰყვება ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლა (2219 საპატენტო განაცხადი) […]

ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის სახლიდან ფინანსურ პოლიციას ლეპტოპები მიაქვს

ამერიკული ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ინფორმაცია სოფო გელავას ქმარმა, პარტია „ფედერალისტების“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა. ადვოკატი შოთა თუთბერიძე, – რომელიც ადგილზეა, – რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგამოძიებო უწყებას კომენტარის თხოვნით. „მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც“, […]

ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა BRICS-ის სამიტში მონაწილეობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩავიდა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში, სადაც პრეზიდენტი პუტინი 22 ოქტომბრიდან მასპინძლობს BRICS-ის მე-16 სამიტს. ფაშინიანი ყაზანში ფორუმის ბოლო დღეს, 24 ოქტომბერს ჩავიდა. სომხეთს ორგანიზაცია BRICS-ში არანაირი სტატუსი არ აქვს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ყაზანში გამგზავრებამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამიტზე წარადგენს პროგრამას „მშვიდობის გზაჯვარედინი“. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთს დაბალანსებული […]

თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან – EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს მზის პანელები შეიძინონ. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ, მდგრადი განვითარებისთვის და გარემოსთვის სასარგებლო […]

ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავზე მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მომზადდა. ფილმი „საზოგადოება ივერიისამ“ დააფინანსა და მისი პრეზენტაცია „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სასულიერო პირები, “საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა სათათბიროს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები. ფილმი წარმოაჩენს საქართველოს უძველეს ტრადიციებს, რომელთა დავიწყებაც დაუშვებელია, რადგან ისინი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ფილმი სრულად დაფინანსებულია „საზოგადოება ივერიისას“ […]

ნიკოლ ფაშინიანი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ყაზანში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ყაზანში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფაშინიანს აეროპორტში თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რუსტამ მინიხანოვი დახვდა. ოქტომბრის დასაწყისში ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაზე ჩავიდა და ამ ფორუმის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა ის BRICS-ის სამიტზე მიიწვია. BRICS-ის სამიტი ყაზანში […]

პოლიციამ ქვემო ქართლში გამოძალვაში დახმარების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 2001 წელს დაბადებული ს.ა. და 2006 წელს დაბადებული ი.ხ. დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 -181-ე, 236-ე […]