გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბრის რეფერენდუმით ან ვექცევით იზოლაციაში ან მივდივართ სწრაფად ევროპული განვითარებისკენ – პირდაპირ გეუბნებით, ჩამოშლილია “ოცნების” რეიტინგი, ახლა გვჭირდება გამარჯვების დაბინავება

ჩვენ უბრალოდ გამარჯვება კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება დიდი უპირატესობით გამარჯვება, რომ მეორე მხარეს, იზოლაციონისტებს, ბიძინა ივანიშვილს არ დავუტოვოთ სათქმელი და მანიპულაციის შესაძლებლობა, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვაშაძის თქმით, ნომერი 5, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფად წაიყვანს და რაც მთავარია, დაამარცხებს “ოცნებას”: „მოგესალმებით, ჩემო […]

სალომე ზურაბიშვილი – მე წარვადგენ პრემიერობის კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით – რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, ბევრად ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა

არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რა ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა, ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში , – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, მან ოპოზიციური პარტიების შეხედულებები გაითვალისწინა, არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით. „ქარტია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი […]

„დაშინების მცდელობაა“ – პრეზიდენტი „ატლანტიკური საბჭოს“ ორი თანამშრომლის სახლების ჩხრეკაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს, „ატლანტიკური საბჭოს“ ორი თანამშრომლის – ეთო ბუზიაშვილის და სოფო გელავას ბინებში ჩატარებული ჩხრეკები დაშინების მცდელობაა. „ეს არის მცდელობა, დაშინება მოხდეს მოსახლეობის. არ ვფიქრობ, რო დაშინებას წინ არ დაუდგება მოსახლეობა“, – ამბობს პრეზიდენტი. დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებშიც […]

პრეზიდენტი: „ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ხმების გონივრული რაოდენობა ექნება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია არჩევნებზე ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს და ეს უნდა გაიაზროს. „პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია მოსახლეობაში, ვიდრე ელიტებში. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მოდის მმართველი პარტიიდან. ძალიან ძალადობრივი ტერმინებით ოპოზიციას ემუქრება ციხით იმუქრება ყველას გასამართლებით, პრეზიდენტის ჩათვლით. ოცნებამ უნდა გაიაზროს, რომ მათაც ექნებათ გონივრული, მნიშვნელოვანი რაოდენობა ხმების. უნდა შევიდეთ […]

„არ არსებობს არც მეორე ფრონტი, არც მეორე ფრონტის მსურველები“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს არც მეორე ფრონტი და არც ისინი, ვისაც, მმართველი პარტიის თეორიების თანახმად, საქართველოში ამ მეორე ფრონტის გახსნა სურს. „არ არსებობს არც მეორე ფრონტი, არც მეორე ფრონტის მსურველები, ომის პარტია არის მხოლოდ ერთი – მოსკოვში. ხალხში, არც ოპოზიციაში და არც სხვადასხვა ძალებში, ომის მომხრე არ არის“, – თქვა მან დღეს, […]

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება ისრაელში, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. „პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ […]

სანაძის 18-მა ქულამ “ანორთოსისს” სარაგოსაში ვერ უშველა

დუდა სანაძის 18 ქულა ფიბა ევროპის თასზე, რაც მისი გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველ ფორვარდს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და კვიპროსის “ანორთოსისი” ესპანეთში, “სარაგოსასთან” 77:92 დამარცხდა. ზოგადი ვითარება არ იძლეოდა იმის შანსს, რომ კვიპროსულ კლუბს ესპანეთში ადგილობრივი გუნდი დაემარცხებინა და სანაძის შედეგიანმა გარჯამ ეს რეალობა ვერ შეცვალა. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე […]

„ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასკვნითი შეკრება გამართა

„ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასკვნითი შეკრება ბაგრატის ტაძართან დღეს, 24 ოქტომბერს გამართა. პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ისაუბრეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აგრეთვე განაცხადა, რომ პარტია ექს-პრეზიდენტის ერთგული რჩება. „მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობისთვის დევნიან და რომელსაც სულ მალე ჩვენ ერთიანობით აუცილებლად გავათავისუფლებთ. [..] […]

ევროპარლამენტმა ევროკავშირს აზერბაიჯანულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტმა ევროკავშირს აზერბაიჯანულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ მოუწოდა. ამასთან, ევროპარლამენტის წევრებმა ევროკომისიას სთხოვეს, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2022 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმი შეაჩეროს. რეზოლუციაში, რომელიც დღეს იქნა მიღებული, ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ აზერბაიჯანის რეჟიმის მრავალწლიან შიდა და ექსტრატერიტორიულ რეპრესიებს აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერების და სხვების, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ, რაც შესამჩნევად გაძლიერდა […]

“65 წლის კაცი ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს…” – შსს-ს თანამშრომელი, აქციების დარბევაზე აზრის გამოთქმის გამო, დაითხოვეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, რამინ სირაძე ამბობს, რომ აქციების დარბევაზე აზრის გამოთქმის გამო დაიბარეს და სამსახურიდან წასვლაზე “პატაკების“ დაწერა მოსთხოვეს. “რუსული კანონის მიღების პერიოდში არსებულ საპროტესტო გამოსვლებზე როდესაც ვუყურებდი ხალხს როგორ უსწორდებოდნენ, მე და ჩემმა რამოდენიმე თანამშრომელმა დაახლოებით 60-65 წლის კაცი პირველ სკოლასთან ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს. ასეთ შემთხვევებზე ღიად ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, […]