თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გაავრცელონ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, ნაცვლად ზოგადი, არაიდენტიფიცირებადი და ბუნდოვანი შინაარსის მქონე განცხადებებისა. მათივე მოწოდებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მანდატის გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ თავისუფალი და სამართლიანი […]

“ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლაა” – პრეზიდენტი „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლების ჩხრეკა “ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლაა”, რაც მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია [დაშინება] არჩევნებამდე, რომელსაც მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ ამით არ უნდა შევშინდეთ, […]

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელშიგახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნოკომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა დამედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. „პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნულისაუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვისჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადებაკენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერსსაკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვათანამდებობა. კომისიის არცერთ სხვახელმძღვანელ პირს ან წევრს უფლებამოსილებისშეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მოუმართავს. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიაუფლებამოსილია დაიწყოს კენჭისყრისთვისმოსამზადებელი პროცედურები, თუ […]

ზურაბიშვილი: არჩევანის არგაკეთება არის მომავალზე, შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა

თუ-ზე მე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ დღევანდელ მოცემულობაზე. ადამიანები, რომლებიც გადაუწყვეტლები არიან, არ იციან პარტიებს შორის რომელს მისცენ ხმა. ეს მესმის და მესმის, რომ გემოვნებაც არის და შეიძლება არც ერთი ეს პარტია არ ჩანდეს იდეალური, მაგრამ ის არჩევანი, რომელიც არის გასაკეთებელი, არის მომავლის არჩევანი. სახლში დარჩენა არაა გამოსავალი. აუცილებელია გამოსვლა, აუცილებელია მისვლა და ესაა დემოკრატია […]

ზურაბიშვილი ჩხრეკებზე: ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა

ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია არჩევნებამდე, რომელსაც მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება. ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის მხოლოდ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის ჩაგდება ურნაში იმ ფორმით, როგორიც თვითონ ფიქრობს. ამიტომ ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, […]

ევროპარლამენტი აზერბაიჯანს უფლებების დარღვევებისთვის აკრიტიკებს

ევროპულმა პარლამენტმა 24 ოქტომბერს დაგმო ადამიანის უფლებების და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა აზერბაიჯანის მხრიდან და განაცხადა, რომ ევროპამ უნდა დაასრულოს თავისი დამოკიდებულება კავკასიის ამ სახელმწიფოს გაზზე. მკაცრად ფორმულირებული რეზოლუციით 453-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი განცხადებას, რომელიც გმობს აზერბაიჯანის მიერ აქტივისტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გატარებულ რეპრესიებს – რომლებიც “შესამჩნევად გახშირდა” ბაქოში მომავალ თვეში დანიშნული, კლიმატის საკითხებზე […]

სიცილია, მატერიკულ იტალიას შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდით დაუკავშირდეს

მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ხიდი 2030-იანი წლების დასაწყისისთვის შევა ექსპლუატაციაში. იტალია დიდი ხანია ავითარებს ხიდის აშენების იდეას კუნძულ სიცილიასა და მატერიკს შორის. უაღრესად ამბიციური საინჟინრო პროექტი წინასწარ ეტაპებზე იყო ათწლეულების განმავლობაში, სანამ 2013 წელს შეჩერდებოდა. 2022 წელს იტალიის ახლად არჩეულმა მემარჯვენე მთავრობამ გამოაცხადა თავისი სურვილი აღადგინოს გეგმები მსოფლიოში […]

ქართველი ემიგრანტები ამერიკაში 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან

მიუხედავად დაბრკოლებებისა, ქართველი ემიგრანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ხმები არ დაიკარგოს. ბევრ მათგანს ასობით კილომეტრის გავლა და სკამაოდ მოზრდილი თანხის გადახდა უწევს იმისთვის, რომ მხოლოდ 3 ქალაქში გახსნილ საარჩევნო უბნებამდე ჩავიდეს

ადვოკატის თქმით, გელავასა და ნონიაშვილის ხვალინდელი გამოკითხვა გაუქმდა

Atlantic Council-ის მკვლევრის, სოფო გელავასა და მისი ქმრის, პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, საგამოძიებო ორგანოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, მისი დაცვისქვეშ მყოფების გამოკითხვის გაუქმების შესახებ. მისივე თქმით, შესაძლოა მომდევნო კვირაში დაუკავშირდნენ. თუთბერიძემ ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა. ადვოკატის ცნობით, მკლევრები 2021 წლიდან ქართული ოცნების პროპაგანდის მსხვერპლები არიან. მან აღნიშნა, რომ გელავასა და ნონიაშვილისგან განსხვავებით […]

უკრაინის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები უკვე ჩავიდნენ კურსკის ოლქში

ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები უკვე ჩავიდნენ კურსკის ოლქში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. “სამხედროების პირველი ქვედანაყოფები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებმაც მომზადება რუსეთის აღმოსავლეთ პოლიგონებზე გაიარეს, უკვე ჩავიდნენ რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო ქმედებების ზონაში – კერძოდ, 2024 წლის 23 ოქტომბერს მათი გამოჩენა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში დაფიქსირდა”, – ნათქვამია განცხადებაში. დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი […]