„ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასკვნითი შეკრება გამართა

„ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასკვნითი შეკრება ბაგრატის ტაძართან დღეს, 24 ოქტომბერს გამართა.
პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ისაუბრეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აგრეთვე განაცხადა, რომ პარტია ექს-პრეზიდენტის ერთგული რჩება.
„მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობისთვის დევნიან და რომელსაც სულ მალე ჩვენ ერთიანობით აუცილებლად გავათავისუფლებთ. [..] „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთგული“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)