26 ოქტომბერი გადამწყვეტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხის სულისთვის – ჯო უილსონის მიმართვა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საგანგებო მიმართვას ავრცელებს – ამერიკელი კონგრესმენი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია. 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხის სულისთვის. ქართველი ხალხი არის მკაფიო: მათ სურთ მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, განაგრძოს მჭიდრო კავშირების ძიება ევროპის დინამიკურ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარყოფენ ომის დამნაშავე […]
ორი ბანკი უზარმაზარ მოგებას წერს – ნიკა გილაური

საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაურმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას აუცილებლად ესაჭიროება დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარება, რადგანაც დღეს კერძო სექტორი თითქმის სრულად არის დამოკიდებული საბანკო კრედიტზე, ხოლო თავად კომერციული ბანკების სექტორში ორი დომინანტი მოთამაშეა, რომლებიც ყოველწლიურად “უზარმაზარ” მოგებას წერენ. ნიკა გილაურის თქმით, თუკი წარსულში […]
ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა – პრემიერი

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გაძლიერება და ჩვენ გვაქვს, კონკრეტულად, ევროინტეგრაციის მიმართულებით ამბიციური გეგმა, რომ 90 %-ზე მეტი შევასრულოთ იმ ვალდებულებებისა, რომლებიც არის გათვალისწინებული, როგორც ასოცირების შეთანხმებით, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. […]
თინა ბოკუჩავა მოქალაქეებს – არ შეგეშინდეთ შანტაჟის და მუქარის, არ შეგეშინდეთ რუსული რეპრესიების და რეიდების – არცერთი წამი არ დაიჯეროთ, რომ ვინმე ხედავს რა არჩევანს აკეთებთ, თქვენს არჩევანთან ხართ მარტო – თქვენს ხელთ არის ქვეყნის გადარჩენის გასაღები

არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ სწორედ აქ, თქვენთან ერთად, ბაგრატის ტაძართან, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, რადგან კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს – როდესაც ვერთიანდებით, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ და ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის […]
სოფო ჯაფარიძე – ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს ქართველი ხალხის გარეშე, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი, ვერასოდეს ახდება

ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს ქართველი ხალხის გარეშე, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი, ვერასოდეს ახდება, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არის წარსული, ხოლო თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, და აუცილებლად, 26 ოქტომბერს ჩვენ ამ გამარჯვებას გავაფორმებთ , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის […]
მთვრობამ ცესკოს შენობა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სიაში შეიყვანა

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული შენობების სიაში შეიყვანა. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. 23 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, სტრატეგიული ობიექტების სიაში მოხვდა პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციები, საკონსტიტუციო სასამართლო, საპატრიარქო და ა.შ. სიაში არაა პარლამენტის შენობა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა […]
აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია – „აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ორგანიზებით, სასტუმრო “ბილტმორში“ კონფერენცია გაიმართა, თემაზე: “აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა შესაძლებლობები და გამოწვევები”, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოსვლები, ექსპერტთა პანელები და სამუშაო სესიები მოეწყო. […]
„საქართველოს განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმო აშენდება

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქართული კომპანია „ნოვატეკ ინტერნეიშენალი“ საქართველოში პირველ ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ რადიოფარმაცევტულ საწარმოს ააშენებს, რის შედეგადაც, ადგილზე ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლის საშუალებით, რადიოაქტიური იზოტოპის წარმოება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს განვითარების ფონდი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყენება ისეთ უახლეს ტექნოლოგიაში, როგორიცაა პოზიტრონულ-ემისიური (PET-CT) კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც, სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან შედარებით, სიმსივნის აღმოჩენა შეუძლია […]
დაშინება და ზეწოლა – Novaya Gazeta Europe წინასაარჩევნო გარემოზე

გამოცემა Novaya Gazeta Europe საქართველოს არჩევნებზე ვრცელ სტატიას წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს განიხილავენ რეფერენდუმად ევროპასა და რუსეთის შორის. ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ მათთვის ცნობილი გახდა ქართული ოცნების მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე და წინასაარჩევნო გარემოს მიმოიხილავენ. გამოცემა წერს, რომ ბევრ ჟურნალისტს, ოპოზიციის წევრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს გაუსწორდნენ ან ფიზიკურად გაუსწორდნენ. Novaya […]
გერმანელი მწარმოებლების თითქმის ნახევარს ეშინია ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების – გამოკითხვა

გერმანელი მწარმოებლების თითქმის ნახევარს ეშინია ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების – გამოკითხვა გერმანული მწარმოებელი კომპანიების თითქმის ნახევარი შიშობს, რომ საფრთხე ემუქრება მათ საქმიანობას, თუ დონალდ ტრამპი 5 ნოემბერს აშშ-ს არჩევნებში გაიმარჯვებს. ამას მოწმობს ოთხშაბათს გამოქვეყნებული ifo-ს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები – „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ინფორმაციას სააგენტო DPA ავრცელებს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიების 44%-მა გამოთქვა […]