ჰოლოუეის წინააღმდეგ 10 და 15 რაუნდისთვისაც მზად ვარ – ილია თოფურია

26 ოქტომბერს აბუ დაბიში UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია თავისი ქამრის დაცვას პირველად შეეცდება. მისი მეტოქე ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეია. ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ დაპირისპირებისთვის მზადაა, თუმცა არ ფიქრობს, რომ ჩხუბი ხუთ რაუნდს გაგრძელდება. „მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ მზად 10 და 15 რაუნდისთვისაც ვარ, თუმცა ვფიქრობ, ბრძოლა ვადაზე ადრე დასრულდება. მე […]
გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვების გარდა, სხვა ყველაფერს გამორიცხავს. პრეზიდენტმა ამით უპასუხა კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მმართველი პარტია გაიმარჯვებს. „ყველაფერს გამოვრიცხავ, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა და საქართველოს გამარჯვებისა”, – განაცხადა პრეზიდნეტმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც არჩევნების შემდგომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა […]
გიორგი ფოცხიშვილის ტრიუმფი ამსტერდამ ოპერაში

მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ამომავალი ვარსკვლავია. სპექტაკლმა მისი მონაწილეობით ამსტერდამ ოპერაში ტრიუმფით ჩაიარა. გელა ფოცხიშვილი, ქორეოგრაფი: “გიორგი ფოცხიშვილის ტრიუმფი ამსტერდამ ოპერაში, სასწაულები ჩაიდინა გიორგიმ სცენაზე! ეს უბრალოდ უნდა ნახო, ამას მოყოლით ვერ გადმოსცემს ადამიანი! მე ამაყი ვარ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი! ჩვენი ოჯახის სამი თაობა შეეწირა ქართულ და მსოფლიო ქორეოგრაფიას!”
პრეზიდენტი – ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ – რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი

ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელ ძალისხმევას, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვას. კერძოდ, ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა: „თუკი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდება საჭირო, რა უნდა იყოს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პირველი ნაბიჯები საშინაო და […]
სალომე ზურაბიშვილი – რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ, ევროპელ ლიდერებთან ამაზე დიდად საუბარი არ იყო – არ არის აუცილებელი ველოდოთ ყველაფერში, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს, ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია

რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ – ჩვენ ვართ მთავარი დამცველები ჩვენი გზისა და მომავლის, არ არის აუცილებელი ყველაფერში ჩვენ ველოდოთ, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრის“ ჟურნალისტს კითხვაზე, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი თემა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები […]
სალომე ზურაბიშვილი – ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა

ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისადმი. პრეზიდენტმა მათი მისამართით განაცხადა, რომ „ევროპული გზა ჯერ დაგვაახლოებს, შემდეგ ერთად მიგვიყვანს მშვიდობიან სივრცეში“. „უპირველესად, გზავნილი იქნება ის, […]
პრეზიდენტი – ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი – მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, მათი ყველაზე კარგი დაცვაა ის, რომ ერთპარტიულობიდან გადავდივართ მრავალპარტიულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე

არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეწყვეტს სოციალური დახმარების გაცემას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც საჯარო მოხელეებს ეხებოდა. ზურაბიშვილმა მიმართა საჯარო მოხელეებს და თქვა, რომ სწორედ კოალიციური მმართველობაა მათი ზეწოლისგან გათავისუფლების გზა. […]
ცესკო – ისრაელში რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ისრაელში გახსნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც ცესკოს განცხადებაში წერია, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. “საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული საუბნო საარჩევნო […]
“ეცდებიან, ფსიქოლოგიურად დაგვზაფრონ” – პრეზიდენტი ცესკოს სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეყვანაზე

ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მიუთითებს თუ არა მთავრობის მხრიდან ძალის დემონტრირებაზე, წყლის ჭავლის მანქანების შეძენასა და სტრატეგიული ობიექტების ნუსხის განახლებაზე საუბარი? – რაზეც პრეზიდენტმა ასე უპასუხა: “მიუთითებს იმაზე, რომ ფსიქოლოგიურად ეცდებიან ჩვენ დაგვზაფრონ, ჩაგვაყენონ სწორედ იმ დაძაბულ მდგომარეობაში. არავინ არ ვაპირებთ გადატრიალებას, ცესკოს შენობა იყოს სადაც არის, ცესკომ დადოს არჩევნების […]
“გაზიდა ეროვნული ბანკის რეზერვები ივანიშვილის კლანმა” – რომან გოცირიძე

გაზიდა ეროვნული ბანკის რეზერვები ივანიშვილის კლანმა. პანიკურად აკონვერტირებენ ლარებს დოლარებში. ვამბობდი, რომ არნახული ოდენობის დოლარები გაიყიდებოდა სექტემბერ-ოქტომბერში ამათი მავნებლური საარჩევნო კამპანიის გამო, 400 მილიონი დოლარამდე. წარმოუდგენლად ეჩევენებოდა ყველას. სინამდვილეში გადასცდა უკვე ამ რიცხვს. ნუ გაგვიკვირდება, რომ ნახევარ მილიარდსაც თუ მიაღწევს თვის ბოლომდე. მერე რა მოხდება და საიდან მოვა ლარის გადადსარჩენი ვალუტა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. […]