ტრამპის გამარჯვება ევროს 10%-ით გააუფასურებს – Goldman Sachs

თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპი ფართომასშტაბიან ტარიფებს დააწესებს და შიდა გადასახადებს შეამცირებს, ევრო შესაძლოა, 10%-ით დაეცეს. ამის შესახებ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რასაც Reuters ავრცელებს. ტრამპის რადიკალურმა ეკონომიკურმა გეგმამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ევროპაზე, რომელიც აშშ-ისა და ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. Goldman Sachs წერს, რომ თუ საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებში “რესპუბლიკელები” გაიმარჯვებენ, […]

“მოემზადეთ გარდამავალი ეტაპისთვის!” – რას წერს დემურ გიორხელიძე არჩევნების შედეგებზე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე: აშკარად გარდამავალი ეტაპი იქნება, – ახალი არაფერი მოხდება, – ტექნიკურად ვერ მოხდება და სხვაგვარი რამ პოლიტიკურად ვერც გამართლდება. 26-ში გაფორმდება კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ასევე კოალიციურ მთავრობას შექმნის, ცხადია, “ოცნების” დომინირებული მდგომარეობით! ამ არასერიოზულმა მარიონეტულმა ოპოზიციამ და უჭკუო კოლექტიურმა “დასავლეთმა, – 30 წლის შემდეგაც ვერ გაიგეს, რა ქვეყანაში მოხვდნენ, რა კულტურისა და შეხედულებათა […]

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს – სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული – იმის თავი თუ გაქვს, დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი

შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს, სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა […]

ჰაკერი: საქართველოში არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში – ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის. ქართველები ასევე იღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიასა და ტირანიას შორის, კანონის უზენაესობასა და თვითნებობას შორის. პოლიტიკური უწყვეტობის შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების დაშინება და პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ძალადობა, სავარაუდოდ, გაძლიერდება. საარჩევნო კამპანია ყველაფერი იყო, გარდა სამართლიანისა.

გიორგი გახარია – ჩვენი შედეგი იქნება უმძიმესი სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” – მათი ისტერიკა და სახის სასოწარკვეთილი გამომეტყველებაც აქედან მომდინარეობს

საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავარი პროცესები ფარდის უკან მიდიოდა, რომელსაც ახლდა ძალადობა, ზეწოლა, დაშინება და ა.შ. “ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო […]

სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს – ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ

ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდება , – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ზურაბიშვილის თქმითვე, ეს არჩევნები ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. ამასთან პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, როგორ დაბალანსდება ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ან დაუწესდება თუ არა რუსეთს სანქციები. ზურაბიშვილის […]

ლევან სანიკიძე – სიმბოლურია, რომ ჩვენი კამპანიის ფინალური ღონისძიება არის აქ ბაგრატის ეზოში – ბაგრატ მესამეს საქართველო იმისთვის არ გაუერთიანებია, რომ ივანიშვილმა დაშალოს

სიმბოლურია, რომ ჩვენი კამპანია და მისი ფინალური ღონისძიება არის აქ, ბაგრატის, საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს ეზოში. ბაგრატ მესამეს საქართველო არ გაუერთიანებია იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაშალოს, – ამის შესახებ ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, ორ დღეში საქართველოში არის ისტორიული არჩევნები, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ევროპას თუ ირჩევს მონობას, ოლიგარქის […]

გია ჯაფარიძე – ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს – გელოდებით ყველას საქართველოში მოსკოვის დასამარცხებლად

ჩვენ წინ აღვუდგებით ივანიშვილის მცდელობას, დაქუცმაცებული მიართვას საქართველო რუსეთს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს, გავაერთიანებთ ოჯახებს ევროპის კავშირში გაწევრიანებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ ქუთაისში გამოსვლის დროს განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, 5 ნომერს აქვს საქართველოში აღმშენებლობის გამოცდილება. „მოგესალმებით ბაგრატის ტაძრის ეზოდან, ტაძრის, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. მოგესალმებით ძირძველი […]

ზურაბიშვილი სააკაშვილზე: იქნება შემდეგი პარლამენტი, შემდეგი მთავრობა, ეს მათ ხელში იქნება

მე არ ვფიქრობ [რა უნდა გაკეთდეს მასთან მიმართებით], იქნება შემდეგი პარლამენტი და შემდეგი მთავრობა, ეს მათ ხელში იქნება.

პრეზიდენტი: საჯარო მოხელეების საუკეთესო დაცვა კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა იქნება

ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება და არ შეუწყვეტს დახმარებას ხალხს. მე მინდა, როგორც პრეზიდენტმა მივმართო საჯარო მოხელეებს, რომ მათი დაცვა არის ის, რომ ჩვენ გადავდივართ ერთპარტიულობიდან მრავალპარტიულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მმართველი აღარ იქნება, ერთის ხელში აღარ იქნება ზეწოლის ფაქტები […]