შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. 14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და ოფიციალურად გადმოეცა ქართულ მხარეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოეცა ევგენი დალეჯიოს ისტორიული […]

აშშ-ს საელჩო – ვულოცავთ ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დროშის დღეს ულოცავს. “ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!”, – წერია განცხადებაში. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

რუსეთში მსჯავრდებული ყოფილი მერი ომში გაუშვეს

ვლადივოსტოკის ყოფილ მერს ოლეგ გუმენიუკს, რომელსაც კორუფციის ბრალდებით 12 წელი ჰქონდა მისჯილი, სასჯელის ბოლომდე მოხდა აღარ მოუწევს, რადგან მან ომში წასვლის სურვილი გამოთქვა. როგორც „კომერსანტი“ პატიმარის ადვოკატზე დაყრდნობით იტყობინება, შესაბამისი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა. ადვოკატის თანახმად, კონტრაქტის მიხედვით, ოლეგ გუმენიუკი სამხედრო კომისარიატში 22 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო და მსჯავრდებული ფრონტისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთ პოლიგონზე უნდა გაეგზავნათ. ვლადივოსტოკის […]

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უამინდობა კახეთში | თოვის გამო, მუნიციპალიტეტებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

უამინდობა კახეთში – ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო, მუნიციპალიტეტებს შორის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. თელავი-ვაზიანი-გომბორის მიმართულებით მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა ნაწილობრივი შეზღუდვებია დაწესებული. პერიმეტრის დასაწყისში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც გადაადგილებას უზრუნველყოფს. როგორც კახეთის გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და შესაბამისი სამუშაოები ტარდება. ნალექი, თოვლის სახით, მნიშვნელოვანი რაოდენობით კახეთის 8 […]

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული დროშა განთავსდა

ისტორიული წყაროების თანახმად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წევრებმა, კონსტანტინოპოლში დაუტოვეს ეს ეროვნული დროშა ევგენი დალეჯიოს, იმ იმედით, რომ მალე უკან დაბრუნდებოდნენ. ამას ადასტურებს დროშის თეთრ ზოლზე სვიმონ მდივნის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის და ვასილ წულაძის, დამფუძნებელი კრების წევრის ხელმოწერები. იქვე, ხელს აწერს ევგენი დალეჯიო იმის ნიშნად, რომ დროშა ჩაიბარა და თავის ხელმოწერას კონსტანტინოპოლში საქართველოს […]

ჩინეთში პრემიუმ ელექტრომობილები შექმნეს, რომლის ბატარეასაც 1000 კმ-ის გავლა შეუძლია

ჩინურმა ბრენდმა Dayun-მა ელექტრო სამგზავრო მანქანები წარადგინა. Yuanhang H8 კროსოვერი და Yuanhang Y6 სედანი გაყიდვაში 2024 წლის დასაწყისიდან გამოვა. ამის შესახებ ავტომწარმოებლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. იმავე პლატფორმაზე აგებულია 5,27 მეტრიანი ოთხადგილიანი Dayun Yuanhang Y6 სედანი და 5,23 მეტრი სიგრძის ექვს ადგილიანი Yuanhang H8 კროსოვერი. სედანის ღირებულებაა 329 800–529 800 იუანი (45100 – 73000$), ხოლო კროსვორდი […]

სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა – პრემიერი

უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. „უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს […]

თბილისში ქუჩების ნაწილს წყალი არ მიეწოდება – ნახეთ ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონში – წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ სოფელ დიღომში, ტარიელის ქუჩის N8-თან ქსელზე დაზიანების გამო: სოფელ დიღომში- ავთანდილის, ტარიელის და ნინო ორბელიანი-აბაშიძის ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 12:00-მდე. საბურთალოს რაიონში – ბობ უოლშის ქუჩის N26-თან […]