“დროშა ჩვენი დასაცავია, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს” – პრეზიდენტის სასახლის ეზოში დროშის დღე აღნიშნეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში სიმბოლურად აღიმართა სახელმწიფო დროშა და სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. „ეს დროშა წარმოადგენს ყველასთვის ძალიან ბევრს. პირველ რიგში, ეს არის სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოსი, მისი სუვერენობის, მისი დამოუკიდებლობის – იმისი, რისთვისაც ძალიან ბევრი, ძალიან დიდხანს, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ყოფილიყო ჩვენთვის პატივსაცემი და […]

სალომე ზურაბიშვილი – დროშა ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, თავის დანიშნულებს, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, რასაც ხალხის ერთობა ჰქვია

დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, კარგავს თავის დანიშნულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიენტის თქმით, ჩვენ ვალდებული ვართ მივაღწიოთ ერთობას. „ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, ქვეყანასა და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ხალხის ერთობა ჰქვია. მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, […]

მედია: საბერძნეთში დაკავებულია 7 ქართველი, რომლებსაც ორგანიზებულ დანაშაულში სდებენ ბრალს

საბერძნეთში პოლიციამ საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაძარცვეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. მედიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ორგანიზებულ დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და მათი მეთაური ე.წ. კანონიერი ქურდია. დაკავებულებს ბრალად ედებათ მსხვილი ქურდობა, გატაცება, გამოძალვა, რეკეტი, ფულის გათეთრება, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, შემაკავებელი ზომების დარღვევა და იარაღებზე, ნარკოტიკებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე კანონების დარღვევა. პოლიციამ […]

დავოსში, უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლის შეხვედრა გაიმართა

დავოსში დღეს, 14 იანვარს, უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო. წარმომადგენლები წარადგინა ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ. “კარგი ნიშანია […]

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა | გამოცხადებულია ევაკუაცია

ინდონეზიაში, სუმატრას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, მარაპი ამოიფრქვა – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გეოლოგიური სააგენტო ავრცელებს და წერს, რომ ვულკანი დღეს ორჯერ მაინც ამოიფრქვა. სააგენტომ ამოფრქვევის ცენტრიდან 4,5 კილომეტრში ხალხის ევაკუაცია მოითხოვა. ფერფლმა მიმდებარე სახლები, მანქანები და ადგილობრივი კატასტროფების სააგენტოს მიერ მოწყობილი ევაკუაციის კარვები დაფარა. “ფერფლის წვიმის შემთხვევაში, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიყენონ ნიღბები, რათა თავიდან აიცილონ […]

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონის ტეტკინოს დასახლებას დაესხნენ თავს, – ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს. “სამწუხაროდ არის დაშავებული”, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელი და დასძინა, რომ დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად, ორ სახლში მინები ჩაიმსხვრა.

დავოსში უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

დავოსში დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო. წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინა ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, […]

ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 68,96 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში კი 137.56 ქულა მიიღო. ორივე პროგრამის მიხედვით სულ გუბანოვამ 206.52 ქულა მოაგროვა და ასპარეზობა მეორე საპრიზო ადგილზე დაასრულა. მამაკაცებს შორის ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ორი პროგრამის ჯამში, 233,16 ქულით, 25 ქვეყნის 32 […]

“ღაზაში ომი 100 დღეა მიმდინარეობს, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს” | ნეთანიაჰუ

“ღაზაში ომი 100 დღეა მიმდინარეობს… ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ღაზის ჯანდაცვის მესვეურების განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს ომის განმავლობაში შეეწირა 23 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ომს ასევე მოჰყვა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, პალესტინელთა ტერიტორიის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი […]

გორში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა – 70 წლის ქალი დაიღუპა

გორში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა. შემთხვევის შედეგად, 70 წლის ქალი დაიღუპა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.