ეროვნული დროშა, ნაციონალური სამოსი, ჩოხოსნები და სახელმწიფო ჰიმნი – საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

ეროვნული დროშა, ეროვნული სამოსი, ჩოხოსნები და საქართველოს ეროვნული ჰიმნი – ქვეყანა დღეს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. 5-ჯვრიანი დროშა, რომელიც ერთიანობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის სიმბოლოა, მთელ ქვეყანაში ეროვნული ჰიმნის თანხლებით გამოიფინა. სახელმწიფო დროშის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროც აღნიშნავს. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლო უწყების სხვადასხვა დანაყოფში საზეიმოდ აღიმართა. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის […]
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა – აღსანიშნი ღონისძიება მწერალთა სახლში გაიმართა

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა, რომელიც მწერალთა სახლში აღინიშნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტის – გიორგი გეგეჭკორის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასა და მწერალთა სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს ჟურნალ “თეატრის” 115 წლისთავიც. მიმოიხილეს გასული წლის თეატრალური ცხოვრება და ასევე გაიცა სპეციალური ჯილდოები.
“თარჯიმნის ხარისხის შემოწმება საერთოდ არ არის სათანადოდ მოწესრიგებული სასამართლოებში” – ნაზი ჯანეზაშვილი

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და […]
“ჰამასის განადგურების გზაზე ვერავინ შეგვაჩერებს” – ნეთანიაჰუს თქმით, რაც არ უნდა გადაწყვიტოს ჰააგამ, ისრაელი არ დაემორჩილება

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, “ჰამასის” განადგურების გზაზე, ისრაელს ვერავინ შეაჩერებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმითვე, ისრაელი არ დაემორჩილება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, სადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელს ბრალს სდებს გენოციდში და, შეიძლება, სასამართლომ ღაზაზე შეტევის შეჩერება ბრძანოს. „ვერავინ შეგვაჩერებს – არც ჰააგა, ვერც “ბოროტების ღერძი” (რომელშიც შედის “ჰამასი”, “ჰეზბოლა” და “ირანი”) და ვერც ვინმე სხვა”, – აცხადებს ნეთანიაჰუ. მისივე […]
ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას, ქალი და 2 ბავშვი დაიღუპა

ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას, ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა. როგორც CBS წერს, ისინი აშშ-ში შესვლას სამხრეთ საზღვრის იმ მონაკვეთიდან ცდილობდნენ, სადაც ტეხასის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა ფედერალურ სასაზღვრო პატრულს მიგრანტების შემოწმებასა და გადარჩენაში ხელი შეუშალეს. აშშ-ის ფედერალური ოფიციალური პირების და ტეხასის კონგრესმენის განცხადებით, შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის, გრეგ ებოტის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა სასაზღვრო პატრულს მიგრანტების გადარჩენის […]
არავის მისცეთ უფლება ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, შეგვიცვალოს – ზურაბიშვილი ახალგაზრდებს

დღეს, 14 იანვარს, ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საზოგადოებას ორბელიანების სასახლიდან მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დროშა მხოლოდ მატერიალური სიმბოლო არაა და ერთიანობის გამოხატულებაა. ამიტომ მისი თქმით, ყველას ევალება დროშის პატივისცემა და ყველა უნდა გრძნობდეს იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს. „სიამაყე, სიხარული, […]
14-15 იანვარს ღამით ყინვა გაძლიერდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის […]
მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ქვეყნის მომავალია, არავის მისცეთ უფლება, დროშის ქვეშ არსებული ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს – სალომე ზურაბიშვილი

ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება, დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს – მისი ღირებულებები, იდენტობა, მრწამსი, მისი ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ყველას ვალია დროშის პატივისცემა და მისი დაცვა. “სიამაყე, სიხარული, […]
ბათუმში მანქანა მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა

ბათუმში მანქანა მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
“არასდროს ამიღია – არც პრემია, არც წახალისება, არც ჯილდო, არც საჯარო მოხელის ჩინი მქონია და დანამატი” – გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე: და ერთიც: პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ. მტკიცედ მჯერა – ის რაც შენი განწყობის საქმე არ არის, არ უნდა აკეთო ადამიანმა. ამის მიზეზი ვერც ამხელა და დაუმსახურებელი სახალხო სიყვარული იქნება და ვერც უამრავგვარი საცდური თუ შემოთავაზება, რომელიც ბარემ მანამდეც ყოფილა ბლომად. და თუ რაღაც გზა გზად არ გეგულებოდა გუშინ და […]