უკრაინას ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას, რათა უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიაღწიოს. ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოსთან დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “უსაფრთხოების შესახებ უკრაინა-დიდი ბრიტანეთის შეთანხმება გვაძლევს თავდაჯერებულობას, რადგან ჩვენ ვიცავთ თავს რუსული აგრესიისგან. ის საფუძველს უყრის უსაფრთხოების მყარ პოზიციებს, ვიდრე უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. დიდი ბრიტანეთი არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც უსაფრთხოების საკითხზე ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენი უსაფრთხოების […]
Sony-მ პირველი ავტომობილი წარადგინა

ლას-ვეგასში CES 2024-ის გამოფენაზე Sony-მ პირველი ავტომობილი – Afeela წარადგინა, რომელიც წარმოებაში 2025 წელს შევა. ამის შესახებ Carscoops-ი იტყობინება. Sony Afeela დახვეწილი E კლასის სედანია, რომელიც Tesla Model S-ის კონკურენტად შეიძლება განიხილოს. Sony Afeela ზომები: სიგრძე – 4915 მმ; სიგანე – 1900 მმ; სიმაღლე – 1460 მმ. AFEELA არის Sony-ს და Honda-ს საერთო პროდუქტი, რომლის […]
ზურაბიშვილი: ჩვენი ერთობის გარეშე, დროშა თავის ძალასა და დანიშნულებას კარგავს

საქართველოს დროშა ყველასთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოსია – მისი სუვერენობისა და დამოუკიდებლობის. იმის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები ძალიან დიდი ხანი იბრძოდნენ. იღუპებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ჩვენთვის პატივსაცემი ყოფილიყო და ხვალინდელი დღის იმედს წარმოადგენდეს. დროშა ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა – ის, რაც საქართველო იყო და იქნება. ჩვენი დროშა ჩვენი ძალის გამოხატულებაა. ის […]
„დიდი გამოწვევა გვაქვს უკონტროლო ბაზართან დაკავშირებით“ – „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი

„არიან ფერმერები, რომლებიც ვერ ყიდიან თავიანთ რძეს, იმიტომ, რომ არის ძვირი და კონკურენციაში ვერ შედის მეორად პროდუქტებთან, ისეთთან, როგორიცაა მშრალი რძე, ე.წ ფხვნილი“,- ამის შესახებ „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა „პალიტრანიუსისა” და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, საკითხავია რამდენად ეფექტიანი იქნება მთავრობის მიერ შემოთავაზებული ფერმების დასახმარებელი პროგრამა, იმ ფონზე, როდესაც ძალიან დიდი გამოწვევა […]
„ეს დროშა თქვენი დასაცავია“ – პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა

„ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია… არავის მისცეთ უფლება, რომ ამ დროშის ქვეშ ის ფასეულობები რაც არსებობს, ის ფასეულობები შეგვიცვალოს და სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შეკრებილ ახალგაზრდებს. სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს პირდაპირ უთხრა, რომ სახელმწიფო მათი დასაცავია და არავის უნდა მისცენ უფლება, რომ ქვეყანა საერთაშორისო არენაზე არასწორად წარმოაჩინონ. […]
14 იანვარი აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის დღეა – „ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს…“

1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავმა თბილისის გიმნაზიის შენობაში სპექტაკლი “გაყრა” წარმოადგინა, ქართული თეატრი კი გაცილებით ბევრი წლისაა და მისი ისტორია ანტიკურ დროში იღებს სათავეს. “თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის. მაგის მეტი ნაციონალობის ნიშანწყალი ჯერჯერობით ჩვენ არა გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, როცა ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს. ესეც საკმაოა, რომ […]
სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის კანდიდატი ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს – ეს დროშა იქნება მუდმივად მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ

ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დროშა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო. პრეზიდენტმა […]
გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

“TV მონიტორინგის” ინფორმაციით, გორში, ვერხვების დასახლებაში, გზაზე გადასვლისას ქვეითს მანქანა დაეჯახა. 70 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„მსოფლიო მესამე მსოფლიო ომთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა“ – დონალდ ტრამპი

მსოფლიო მესამე მსოფლიო ომთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა, – ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა აიოველ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში შეერთებული შტატები სუსტ და არაეფექტიან სახელმწიფოდ იქცა, რომელსაც ანგარიშს აღარ უწევენ. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ტრამპი ამომრჩევლებს მესამე მსოფლიო ომის შეჩერებას დაჰპირდა.
პრეზიდენტი ახალგაზრდებს – დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ იქ, სადაც ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი – ყველას გესმით, რაზე ვსაუბრობ

მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, საქართველოს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენ უნდა მიიტანოთ ეს დროშა იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი – ყველას გესმით, რაზე ვსაუბრობ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით […]