ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ლავამ დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია

ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ლავამ ქალაქ გრინდავიკმდე მიაღწია. ქალაქიდან 4 000 ადამაინის ევაკუაცია განხორციელდა. ისლანდიის ეროვნული მაუწყებლის RUV-ს ცნობით, ლავამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლამდე მიაღწია, რის გამოც სახლის ნახევარი დაიწვა. როგორც მედია წერს, ლავა სახლებიდან სულ რაღაც 50 მეტრშია. სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა ვიადირ რეინისონმა თქვა, რომ ლავა ქალაქის წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიაში მიედინება. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ […]
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა – “მეცმა” მნიშვნელოვანი მატჩი წააგო

ლიგა 1-ის მე-18 ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ტულუზასთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში „აიაქსიდან“ იჯარით დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ შეუცვლელად ათამაშა. ის ურიგოდ ნამდვილად არ გაისარჯა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. ორივე გუნდი ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველ ტაიმში სტუმრები ვენსან სერომ თავის მიერვე მოპოვებული […]
თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე, წყლის მილის გასკდომის შედეგად, ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა – როდის აღუდგება წყალმომარაგება მოსახლეობას

თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე, წყლის მილის გასკდომის შედეგად, ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა. როგორც “რუსთავი 2”-ს GWP-ში განუცხადეს, დაზიანებულია მაგისტრალური წყალსადენი, ხოლო აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგება მოსახლეობას ხვალ, 13 საათიდან აღუდგება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. GWP-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნაძალადევის რაიონში, გურამ ქუთათელაძის ქ.N23-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ […]
დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა. ფრედერიკ X-მ სამეფო ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც დედამისმა, დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ხელი მოაწერა გადადგომის დეკლარაციას და შვილს გვირგვინი ოფიციალურად გადასცა. ტახტის გადაცემა დღეს, 14 იანვარს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ქრისტიანსბორგის სასახლეში შედგა. ამის შემდეგ კი, ტრადიციისამებრ, ქრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან დანიის-პრემიერ მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, ახალი მეფის ტახტზე ასვლის შესახებ […]
ტანზანიაში ოქროს მომპოვებელი შახტის ნგრევას 22 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ტანზანიაში, სიმიუს ოლქში, ოქროს მომპოვებელ შახტში მომხდარ ნგრევას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 24-დან 38 წლამდე ადამიანების ჯგუფმა შახტში მოპოვებითი სამუშაოების წარმოება თვითნებურად, ძლიერი წვიმის გამო დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად გადაწყვიტა. „თავდაპირველად გვითხრეს, რომ 19-დან 20-მდე ადამიანი იყო ჩარჩენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, 22 ცხედარი ამოვასვენეთ“, – აცხადებს ოლქის ხელმძღვანელი […]
მედია: დავოსში განიხილავენ “დაავადება X”-ს, რომელიც, შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე Covid 19

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ “დაავადება X”-ს, რომელიც, შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე COVID-19, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ “დაავადება X” უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელია, რომელსაც ეპიდემიის ან პანდემიის გამოწვევა შეუძლია. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაფრთხილებები, რომ უცნობმა “დაავადება X” შეიძლება გამოიწვიოს 20-ჯერ მეტი სიკვდილი, ვიდრე კორონავირუსის პანდემია“, – ნათქვამია მოხსენებაში. […]
სალომე ზურაბიშვილი – დროშა ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, თავის დანიშნულებას, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, რასაც ხალხის ერთობა ჰქვია

დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, კარგავს თავის დანიშნულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ჩვენ ვალდებული ვართ მივაღწიოთ ერთობას. „ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, ქვეყანასა და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ხალხის ერთობა ჰქვია. მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, […]
სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს – ჯუანშერ ბურჭულაძე

სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრმა საქართველოს მშვიდობა, ეროვნული სიმტკიცე და წარმატებები უსურვა. “სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა […]
ბითაძეს ოკლაჰომაში ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა

“ორლანდო მეჯიქმა” ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში მე-18 მატჩი წააგო. ეს მოხდა ოკლაჰომაში, სადაც გოგა ბითაძის გუნდმა თანდერთან შეხვედრა 100:112 დათმო. ამ შეხვედრის სასტარტო ხუთეულში ითამაშა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც მოედანზე 22 წუთი გაატარა და 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ბითაძემ 5 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. არ უთამაშია ორლანდოელთა […]
მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძარცველებმა სულ მცირე 35 სახლი გაქურდეს. ამის გარდა, დაკავებულებმა საბერძნეთში ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინაც გაძარცვეს. პოლიციის მიერ ამოღებულია ფული, რამდენიმე მანქანა, ცეცხსასროლი იარაღები, ნარკოტიკული ნივთიერება, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, სიმბარათები, ჩანთები, ნახატები, საათები, ჭურჭელი, სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტები, ქვითრები და სხვა ნივთები. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ სხვა […]